იორგ დუსტერვალდი, გერმანიის ჩემპიონი ბოდი-არტში, მხატვარი რომელიც საოცრებებს აკეთებს
მსოფლიო არასდროს განიცდიდა მხატვრების დეფიციტს, გენიალური მხატვრების ნახატები ასეულობით მილიონ დოლარადაა შეფასებული. თავად მხატვრობა იყოფა უამრავ მიმდინარეობად, ერთერთი მათგანია ბოდი-არტი.
ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ გერმანელი მხატვრის იორგ დუსტერვალდის გასაოცარი ნაშრომები, აქ წარმოდგენილია გარმოს, ბუნების და მსუბუქი ეროტიკის ჰარმონიული შერწყმა. მხატვარმა თავისი შემოქმედების ამ პროექტს "ნატურალური ხელოვნება" უწოდა და ეს ასეცაა, მხატვარს ისე ყავს ახალგაზრდა ქალები მოხატული ძნელია მათი გარჩევა გარემოსაგან, შიშველი მოდელები საოცარ ფერებში აქვს მხატვარს მოხატული, ხშირ შემთხვევაში ძნელია მათი პობნა კლდის, ხეების თუ მდინარის ფონზე.
სწორედ ასეთი სწორუპოვარი შემოქმედების წყალობით გახდა იორგი გერმანიის ჩემპიონი ბოდი არტში.
როგორი ფანტაზიის უნარი უნდა ჰქონდეს მხატვარს ცოცხალი, შიშველი გოგონებისაგან შექმნას ლოკოკინა!
ხის მორებთან საოცრად შეხამებული გოგოს პოვნა მხოლოდ მახვილ თვალს თუ შეუძლია.
საოცარი სანახავია მდინარის პირად, ქვის ლოდს მიმსგავსებული მოდელი.
ხესთან საოცრად შეხამებული ქალის პოვნა ნამდვილად არაა ადვილი.
დაუკვირვებელ თვალს ეს უბრალოდ ეზოს დასამშვენებლად დადგმული ძეგლი ეგონება, არა და ეს ცოცხალი ადამიანია.
არყის ხეებს შორის მდგარი გოგო ხე უფრო გეგონებათ ვიდრე ადამიანი.
კლდეს საოცრად შეხამებული შიშველი მოდელი.
შემოდგომის ფოთოლცვენას შეხამებული მოდელი.
გერმანელი მხატვარი მუშაობის პროცესში.+14