სხვა თურქეთის სკოლებში ქართულს ასწავლიან."საინტერესოა" 2020, 3 დეკემბერი, 13:12 თურქეთის განათლების სამინისტრომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მიმდინარე წლიდან, თურქეთის თითოეულ საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი მინიმუმ 10 მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის 244-საათიანი სწავლების პროგრამა ამოქმედდება. გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის შედგენაში მონაწილეობდნენ თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელი, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (TRT) საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის (კავკასიის ქარი) ავტორი, ერდალ ქუჩუქი (ელიზბარ ციმნარიძე) და ანკარელი მწერალი ქევსერ რუჰი (ქეთევან ხანთაძე). პროგრამის თარგმანში კი - ქევსერ რუჰთან ერთად, პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მარიამ გაფრინდაშვილი.
P.S. ვინაიდან ჩვენში ხშირად ეჭვები სჭარბობს, ჩემ აზრს მოგახსენებთ. ეს მე ქართული დიასპორის დამსახურება მგონია, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი და გავლენიანია თურქეთში. ისტორიის საკუთარი ვერსიის სწავლება და დამპყრობლური გეგმები კი თურქეთს ქართული ენის სწავლების გარეშეც შეეძლო და შეუძლია. ასე რომ ეს ჩვენი იქაური თანამემამულეების უდავო წარმატებაა და ჩვენთვის კი სასიხარულო ამბავი.
470 10-ს მოსწონს
|