კულტურა იცით, რომ თბილისი, რომელსაც დღეს მეგრელები „ქართს“ ეძახიან, სინამდვილეში სვანური ტოპონიმია?უძველესი საქართველოს დამწერლობა და ენა" 2020, 3 დეკემბერი, 13:00 იცით, რომ თბილისი, რომელსაც დღეს მეგრელები „ქართს“ ეძახიან, სინამდვილეში სვანური ტოპონიმია? ის სვანური სიტყვებიდან „ტებდ“(თბილი) და „ლიც“ (წყალი) შედგება. უფრო ახლოა თბილისის ძველ სახელთან “ტიფლისი" კოლხური “ტიბ". ლისის ტბაც და მანგლისიც ფუძეში სვანურ „ლიც“-ს ანუ წყალს შეიცავს. ქართულშიც შემოგვრჩა გამოთქმა „წყალი (ტბა, ზღვა) ლიცლიცებსო“ . ის აღარ გვახსოვს, რომ „ლიც“ წყალია, მაგრამ ამ სიტყვას წყლის აღმნიშვნელ სიტყვასთან ერთად ვიყენებთ.
უძველეს პროტოქართულ ენასთან, რომელიც წინ უძღოდა იბერიულ და კოლხურ ენებს, ყველაზე ახლოს სწორედ სვანური ენა დგას. ეს ენები არ უნდა დაიკარგოს, ჩვენს შვილებს სკოლაში უნდა ასწავლიდნენ, როგორც წინაპრთა მემკვიდრეობას! უნდა ასწავლიდნენ სწორედაც რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ სამეგრელოში ან სვანეთში!
ტარიელ ფუტკარაძის თეორია სვანურისა და მეგრულის დიალექტებად გამოცხადების თაობაზე ზუსტად იმ საქმეს ვნებს, რასაც ვითომ ემსახურება!
რეგიონალური ენების ევროპული კონვენციიდან გამომავალი ავტონომიზაციის საფრთხე აცილებულ უნდა იქნას არა მეგრული და სვანური ენების „ჩამოლაბორანტებით“ დიალექტებად, არამედ ამ ენების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სკოლაში სწავლებით ჯერ ფაკულტატურად და შემდეგ სავალდებულოდ! სწორედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და არა მარტო სამეგრელოში! ამით ჩვენ ამ ენებს საერთოეროვნული ენების სტატუსს მივანიჭებთ და ავიცილებთ რეგიონალური ენების სტატუსის საფრთხეებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის! 186 6-ს მოსწონს
|