სხვა 15 სახალისო და უცნაური ფაქტი ჩინეთზე 2020, 2 დეკემბერი, 23:59 არსებობს რამდენიმე ცნობილი საგანი, რომელსაც მხოლოდ ჩინეთის რესპუბლიკაში თუ იხილავთ. ასეთია ჩინეთის დიდი კედელი, ადგილობრივი გიგანტური პანდა და შანხაის მეგაპოლისის ეპიკური ჰორიზონტი, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილია, როგორც თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში, ან ლონდონის კოშკი. სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენადმე უცნაურ და მოულოდნელ ღირშესანიშნაობას, ფენომენს, რომელსაც მხოლოდ ჩინეთში შეხვდებით და ნახავთ. მაშ, ასე, ჩინეთის 15 უცნაური ფაქტი: 1.ყველაზე ხალხმრავალი პლიაჟი მსოფლიოში ჩინეთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც დაახლოებით 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს ათასობით კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლი, ჭარბმოსახლეობიდან გამომდინარე, ჩინეთის პლიაჟი ყველაზე ხალხმრავალია სხვა ქვეყნების შედარებით.
2.შემწვარი მწერები
ჩინეთში სიამოვნებით მიირთმევენ შემწვარ მწერებს, როგორც დელიკატესს, უგემრიელეს კერძს. 3.აჩრდილთა ქალაქი
ჩინეთი მიიჩნევა არაერთი ქალაქი-მოჩვენების სახლად. ეს იმიტომ, რომ მათში თითქმის არავინ ცხოვრობს. აღსანიშნავია ქალაქი ორდოსი, ჩინეთის ყველაზე დიდი მოჩვენებათა ქალაქი.
4.მაღალი მოდა პიჟამაში ჩინეთში ხანდაზმულებს დიდი ხანია, აცვიათ მარტივი, კომფორტული ტანსაცმელი, რომელიც, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს პიჟამას. 5.საავტორო უფლებების აშკარა დარღვევა
ჩინურ კულტურაში პატიოსნება და კეთილსინდისიერება ესმით განსხვავებულად, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. იყო კარგი, ან წარმატებული თაღლითი, აქ არ არის სირცხვილი. ჩინეთში საერთაშორისო კანონი საავტორო უფლებების შესახებ ნაკლებადაა დაცული. ჩინური ყავის მარაზია"Sunbucks" ერთ-ერთია ათასობით მაგალითიდან, რომელიც გვიჩვენებს გლობალური ბრენდების კოპირების (უნებართვოდ გადმოღების) პრაქტიკას ქვეყანაში.
6.გადავსებული სატვირთოები ეს ერთგვარი ეროვნული გასართობიც კი არის ჩინეთში. უყურებენ, თუ როგორი დატვირთულია და იხრება ტვირთისაგან მანქანები.
7.ფეისკინი თუ ბოლო ათლეულის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდით და სტუმრობდით მის პლიაჟს, ან საცურაო აუზს, წააწყებოდით ადამიანებს, რომელთაც აცვიათ ერთ-ერთი უახლესი ჩინური მოდური აქსესუარი - ფეისკინი.ეს შემზარავი კოსტიუმი, ერთგვარი შერწყმა კაპიშონისა და ნიღბისა.
8.ნიანგები ვალმარტისათვის ჩინეთში მოქმედებს "ვალმარტის" 1000-ზე მეტი მაღაზია. მათ უმრავლესობაში შეძლებთ ნიანგების შეძენას, უფრო სწორად, ნიანგის ხორცის შეძენას. ნიანგის ხორცი შესაძლოა, მსოფლიოში არც ისე პოპულარული კერძია, თუმცა ჩინეთში ფართოდაა გავრცელებული. 9."სახლი-ლურსმანი" "სახლი ლურსმანი" არის შენობა, რომლის გარშემო გზატკეცილია დაგებული. მეპატრონე სიძუნწემ დაღუპა, მან შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა, რის გამოც სახლი ორ გზას შორის მოექცა და შუა მაგისტრალზე მდებაროებს. 10.წითელი ფერი ჩინეთის რომელ ადგილასაც არ უნდა მიხვიდეთ, ყველგან დაგხვდებათ წითელი ფერი. წითელი ვაშლები აქ ფასობს არა გემოს, არამედ ფერის გამო. ყველა დღესასწაულზე ანთებენ წითელ ფრანებს. ძველი ტაძრები, სასახლეები და თანამედროვე სახლები ხშირად შეღებილია წითელ ფერში. ეს არ უკავშირდება კომუნისტურ პარტიას, მის წითელ დროშას, არამედ წითელი ფერი მიიჩნევა წარმატების სიმბოლოდ. 11.წითელი პანდა წითელი პანდა ძირითადად გხვდება მხოლოდ სამხრეთ ჩინეთში, ასევე, ცოტა ოდენობით ნეპალშიც.მათი რიცხვი ჯამში დაახლოებით 10 000-ია და დღეისათვის შეტანილია წითელ წიგნში. 12.უნაური მედიცინა ჩინეთში ჩინეთში ხშირად იყენებენ "წამლებს", დამზადებულს უცნაური ინგრედიენტებისაგან:გამხმარი, გამშრალი ზღვის ცხენებისაგან, დათვის ნაღვლისაგან, ადამიანის პლაცენტისა და სხვა სიგიჟეებისაგან.
13.ძილი - ეროვნული საგანძური ჩინეთში შუადღის ძილი-შესვენება მიიჩნევა ჯანმრთელობის ნიშნად. დღეისათვის ძილი განიხილება, როგორც ნახევრად სულიერი პრაქტიკა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას, აღადგინოს თავის ენერგიის ბალანსი და შემდგომ გააგრძელოს პროდუქტიული დღე. 14.გადატვირთული ველოსიპედები 15.პეკინის სტანდარტული დრო 511 1-ს მოსწონს
|