x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ორი ხრიკი, რომლითაც გაიგებთ თუ რას ფიქრობენ თქვენზე სინამდვილეში
ჩვეულებრივ, შეიძლება ჩვენ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ იმას, თუ როგორ გვაფასებენ გარშემომყოფები. ამასთან, არსებობს სიტუაციები, რომლებიც ყველაფერს ცვლის - და სხვისი, უცხოს აზრი ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის, როგორც ახლობლების აზრი.


image


დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ორი ხრიკი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გაარკვიოთ თუ რას ფიქრობენ სინამდვილეში გარშემომყოფები და ახლობლები თქვენზე.



image



მიიღეთ კრიტიკა: თუ თქვენ ღირსეულად არ მიიღებთ კრიტიკას, მაშინ ამის გაკეთებას ახლობლები შეწყვეტენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვერასდროს გაიგებთ თუ რას ფიქრობენ სინამდვილეში ისინი. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ რა შეიძლება იყოს ჩვენი ხასიათიდან თუ ქმედებებიდან მოსაწონი და რა არა, ამიტომ გარშემომყოფების აზრი, ძალზედ მნიშვნელოვანია.


არ მოგიწოდებთ, რომ მკაცრი და ჩასაფრებული კრიტიკოსების აზრი აუცილებლად გაითვალისწინოთ, თუმცა ჯანსაღი კრიტიკა მისაღები უნდა გახადოთ. მანამ, სანამ კრიტიკას აგრესიით უპასუხებთ, გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული კომენტარი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს.



image

დასვით კითხვები: ძირითადად, თქვენი კითხვები ისეთი კუთხით უნდა იქნეს დასმული, რომ ადამიანს ჰქონდეს ნეგატიური აზრის სწორი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა. ეს ნეიტრალური დამოკიდებულება მასაც შეუმსუბუქებს სათქმელს და თქვენც გაიგებთ სიმართლეს. მთავარია ამისათვის დრო და ტონი შეარჩიოთ სწორად. მაგალითად: (თქვენი კითხვები შეიძლება შემდეგნაირად გამოიყურებოდეს) 1. ყველაზე მეტად რა არ მოგეწონა ჩემი საქმინობიდან? 2. გაქვს თუ არა შენიშვნები, რას შეცვლიდი მასში, რომ ის მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვალოს?




P.S. აი, ასეთი მარტივია გაიგოთ გარშემომყოფების აზრი თქვენზე და თქვენს საქმიანობაზე, უბრალოდ საჭიროა დასვათ კითხვები და მიიღოთ ჯანსაღი კრიტიკა აგრესიის გარეშე.

0
113
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0