სხვა უნიკალური კადრები: ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა დუბაი, სანამ იქ ნავთობს აღმოაჩენდნენ (15 ფოტო) 2020, 1 დეკემბერი, 21:18 ნავთობისა და გაზის საბადოების აღმოჩენამდე დუბაი მცირე დასახლებიან (800 ათასი) ერთ მშრალ და გვალვიან უდაბნოს წარმოადგენდა, თუმცა ბოლო 40 წლის განმავლობაში იქ ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა. 1958 წელს ბრიტანელებმა იქ ნავთობი აღმოაჩინეს (მოგეხსენებათ, იმ დროისთვის ემირატები ბრიტანეთის მმართველობაში შედიოდა) 1970 წლის შემდეგ კი "შავი ოქრო" უკვე არაბების სრულ განკარგულებაში გადავიდა. გთავაზობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქის (ტერიტორიის სიდიდის მიხედვით მეორე დედაქალაქ აბუ - დაბის შემდეგ) უნიკალურ საარქივო კადრებს, რომლებიც ნათლად ასახავს თუ როგორ მოკრძალებულად გამოიყურებოდა ახლა უკვე მსოფლიოს ერთ - ერთი უმდიდრესი და ულამაზესი ქალაქი - დუბაი ნავთობის აღმოჩენამდე.წყალმომარაგება დუბაიში, 1960-იანი წლებიპირველი თვითმფრინავი, რომელიც დუბაის აეროპორტში 1965 წელს დაეშვა იყო - "Middle East Airlines" - ის "Comet" -იპირველი "Jashanmal" - ის მაღაზია დუბაიში, 1956 წელისაათის კოშკი დეირას რაიონში, ქვიშითა და რამდენიმე შენობით გარშემორტყმულიდუბაის ერთ-ერთი ყურე, რომელიც ადრე მარგალიტით ვაჭრობისა და თევზაობის პატარა ცენტრს წარმოადგენდანავთობის ადგილმდებარეობა ომანის ხელშეკრულებაში, 1950-იანი წლები, "ომანის ხელშეკრულება" ან "შეთანხმებითი სანაპირო" - ასე უწოდებდნენ ემირატების სანაპიროს მას შემდეგ, რაც საზღვაო სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი.დუბაი 1950-1960-იან წლებიზედხედიდუბაის აეროპორტიდუბაის აეროპორტი 1965 წელიბურ - დუბაი 1960-იან წლებიდღესდღეობით, ის ქალაქის ერთ - ერთ ულტრათანამედროვე რაიონს წარმოადგენსდუბაის ბაზარი, 1960-იანი წლებიმამაკაცი, სანელებლებისა და ლიმონის გაყიდვის პროცესში კალიანის მოწევისას, 1960-იანი წლებიბედუინები სახლის წინ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის დროს, 1960-იანი წლები, ზოგჯერ ისინი დუბაიში ჩადიოდნენ და პალმის ხის უბრალო ქოხებში სახლდებოდნენაქლემების ქარავანი დუბაის გავლით მოგზაურობისას, 1960-იანი წლებიდა აი, 2015 წელს გადაღებული თანამედროვე დუბაის ფოტოცაი, ის ძვირადღირებული სასტუმროებით გარშემორტყმული ცნობილი საათის კოშკიც1142 1-ს მოსწონს |