სხვა ეგვიპტის საიდუმლოებები: კაიროში ადამიანების 10% სასაფლაოებზე ცხოვრობს, რატომ? - მიზეზი შოკში ჩაგაგდებთ 2023, 15 აპრილი, 15:26 კაირო - ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ის ცნობილია გიზას პირამიდებით, სფინქსით, სალადინის ციტადელით, ხან ელ-ხალილის ბაზრითა და ეგვიპტის ეროვნული მუზეუმით. ასე გამოიყურება კაიროს აგლომერაციის მთავარი ღირსშესანიშაობები, რომელთა მოსანახულებლადაც ტურისტული სააგენტოები ქალაქში წელიწადში მილიონზე მეტ ტურისტს უშვებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ვინმემ ისეთი ადგილების მონახულება შემოგთავაზოთ, რომელიც არც თუ ისეთი მიმზიდველია, თუმცა ის ქვეყანაში არებულ რეალობას ბოლომდე აშიშვლებს.ქვეყნის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ორ მილიონზე მეტი ადამიანი კაიროსა და მოკატანას ბორცვებზე მიმდებარე ისტორიულ სასაფლაოებზე ცხოვრობს. რაც აფრიკის უდიდესი ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.რასაკვირველია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის მსგავსი "ჯურღმულები", მაგრამ ის ფაქტი რომ მოსახლეობა ცხოვრებას სასაფლაოებზე ირჩევს გლობალური მასშტაბით მართლაც სენსაციაა, თან იმის გათვალისწინებით რომ ეგვიპტეს საკუთარი ნავთობის, გაზისა და ოქროს საბადოები გააჩნია, ასევე გარშემორტყმულია ძლიერი ბუნებრივი რეზერვუარებით, როგორიცაა ნილოსი, სუეცის არხი, წითელი ზღვა და ხმელთაშუა ზღვა.კაიროელებს საცხოვრებლად სასაფლაო შემთხვევით არ აურჩევიათ, ერთადერთი ადგილი პურის ფულის საშოვნელად ქალაქის ცენტრია, მაგრამ ფული იმდენად ცოტაა, რომ ნორმალური საცხოვრებლის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. შეჭირვებული ფენისთვის კი უზარმაზარი ფართის სასაფლაო, დიდი რაოდენობის ნაგებობებითა და საფლავებით, იდეალური გამოსავალი აღმოჩნდა. ანტიკური არქიტექტურა აღჭურვილია ქალაქიდან უკანონოდ გამოყვანილი წყლითა და ელექტროენერგიით, და რაღა თქმა უნდა, მისი მოხმარებისთვის ფულს იქ არავინ იხდის.პატარა ქალაქს გააჩნია თავისი მაღაზიები, ბარები, მომსახურების პუნქტები და სკოლები, ფუნქციონირებს ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. დასახლებულთა უმეტესობა ვაჭრობით, ნარჩენების შეგროვებით, მათხოვრობითა და ქურდობით ირჩენს თავს. ამრიგად, კაიროში დასვენება კარგია, თუმცა ცხოვრება - რთული, ამასთან ხშირად ტურისტებს ქალაქის მანკიერი მხარეების ნახვის შესაძლებლობა არ ეძლევათ, თუმცა ვინ იცის შეიძლება ეს უკეთესიც კი იყოს.625 1-ს მოსწონს |