სხვა ბრძნული და ცხოვრებისეული (2 ნაწილი) 2012, 24 აგვისტო, 15:26 ჰელვეციუსი: მხოლოდ მაშინ შეიძლება ხალხის შეხედულებათა შეცვლის იმედი ვიქონიოთ, როდესაც შეცვლილი იქნება მისი კანონმდებლობა… ზნე-ჩვეულებათა რეფორმა დაწყებული უნდა იქნეს კანონების რეფორმებით
კორნელი: რამდენადაც იოლია ადამიანის გაცემა, მით უფრო ძნელია პატიება, თუ მისი პატიება საერთოდ შესაძლებელია. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ პატიების პრეროგატივა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის ჰაიდეგერი: ჭეშმარიტი გაგების ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ ის წამიერ წარმატებასა და მტკიცე შედეგს არ ითვალისწინებს ავრელიუსი: მოიკვეთე დრტვინვა ბოროტის გამო და მოიკვეთ თვითონ ბოროტებასაც კონსტანტინე: ასეთია ბედისწერის ჭირვეულობა: თურმე დიდმა კაცმა შხამის დიდი ფიალა უნდა გამოსცალოს ხანდახან დიუმა: ისტორია სხვა არაფერია თუ არა ლურსმანი, რომელზეც სურათი ჰკიდია მიხაილ ბულგაკოვი: ყველაფერს ასწრებს ის ვისაც არსად ეჩქარება იაკობ გოგებაშვილი: მთავარი ძალა რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს, საარსებო ბრძოლაში არის ცოდნა, განათლება კონფუცი: ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძველი მეთოდით, რაიმე ახლის აღმოჩენა, ღირსია მასწავლებელი ერქვას. კონფუცი: განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ, ვაკეთოთ, ვილაპარაკოთ სიმართლე. ვინც მის შესწავლას შეუდგება, მხოლოდ ის გაიგებს, რამდენად შორსა ვყოფილვართ სიმართლისაგან. 309 6-ს მოსწონს
|