სიახლეები წყენა თირკმელებზე, სიძუნწე მსხვილ ნაწლავზე-აი, რას იწვევს ემოციები ჩვენს ორგანიზმში 2020, 30 ნოემბერი, 15:53 ყველა კონკრეტულ შემთხვევას შეიძლება ჰქონდეს ინდივიდუალური მახასიათებლები, რადგან ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს. თუ თქვენს ორგანიზმს დააკვირდებით, თავად ამოიცნობთ რომელი ემოცია მოქმედებს ნეგატიურად, თქვენს ორგანოებზე.
მაგალითად ღარიბ ადამიანს, რომელსაც ფული არ აქვს და არც ახლო მომავალში ექნება, მუდმივად გრძნობს სისუსტეს ზურგში.
არაორგანიზებული, მოსაბეზრებელი ადამიანი განიცდის მტკივილს მუხლებში.
წყენა/თირკმლები თუ თქვენ ადვილად გწყინთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გექნებათ თირკმლების პრობლები. თუ წყენა ძალიან გადამეტებულია, მაშინ შეიძლება ამან გამოიწვიოს ფიბრომები და კისტები. ჭორაობა და ბევრი საუბარი მოქმედებს ენერგიაზე, რომელიც შემდეგ თირკმლებზეც აისახება. გაზრდილი გაღიზიანებადობა, თავის შეუკავებლობა, სიბრაზე, მრისხანება, სიძულვილი, სხვებისადმი პრეტენზიების და განადგურების სურვილი დაკავშირებულია პრობლემებთან შემდეგ ორგანოებზე: ელენთა, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ეს ყველაფერი აჩენს "ქვებს" ორგანიზმში. სიყვარულისა და რწმენის ნაკლებობა, შური და ეჭვიანობა დაკავაშირებულია გულის დაავადებებთან. უკმაყოფილება ბედზე, ცხოვრებაზე, სხვებზე დაგარემოებებზე, დაკავშირებულია ენდოკრინული სისტემის დაავადებებთან. საკუთარი თავის განდიდება, "მე-ს" გადამეტებული აღქმა, დაკავშირებულია: ფილტვებთან ( ასთმა, ბრონქიტი, ფილტვების ფუნქციონირების სირთულე). ბნელი აზრები და საქმეები, ცუდი ფიქრები, დაკავშირებულია მსხვილი ნაწლავის პრობლემებთან. სიძუნწე იწვევს ყაბზობას. ეს შეგრძნებები მუდმივად ხდება ჩვენში და ჩვენ ვეჩვევით მათ, ამიტომ ვერ ვამჩნევთ. მაგრამ თუ ყურადღებით მოუსმენთ საკუთარ თავს, ყურადღებით გააანალიზებთ თქვენი თვითშეგნების თავისებურებებს, მაშინ აღმოაჩენთ ეგრეთ წოდებულ ფონურ შეგრძნებებს, რომლებიც ცხოვრების ჩვეულებრივ მდგომარეობად იქცა. 72 2-ს მოსწონს
|