x
image
რუსო ჩარექიშვილი
ბროწეული- სასარგებლო თუ საზიანო ჩვენი ორგანიზმისათვის?
ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანი, რაც უფრო მრავალფეროვან ხილს მიირთმევს უფრო მეტ ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებებს იღებს მათგან. ალბათ, ზალიან გაგვიჭირდება ყველაზე სასარგებლო ხილის დასახელება, ვინაიდან არ არსებობს ხილის სახეობა, რომელიც გაჯერებული არ იყოს ვიტამინების ნაირსახეობით.image

ჩვენი დღევანდელი სტატია შეეხება - ბროწეულს და მისგან მომდინანერა სასარგებლო თუ მავნე თვისებებს.

იშვიატად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მოცემული ხილის ვიზუალი, გემო, ფერი...არ ხიბლავს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბროწეულის არა მხოლოდ თავად ნაყოფია სასარგებლო, არამედ მისი კანი, კურკები, ნაყოფის ქერქი, ყვავილი, ფოთლები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ფესვებიც კი.


საინტერესოა რა სასარგებლო თვისებები აქვს მას?

ბროწეული С, B6, В12 და Р ვიტამინების დაბალანსებულ კომპლექსს წარმოადგენს. გარდა ამისა, ის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ორგანული და მინერალური ნივთიერებების ნაკრებია. ბროწეულის არაჩვეულებრივ მარგებლიანობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მის წვენში აღმოჩენილია 15 ე.წ. შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთაგან ხუთს მხოლოდ ხორცი შეიცავს. ბროწეულის წვენში მინერალური ნივთიერებებიდან აღმოჩენილია იოდის, კალციუმის, კალიუმის ნაერთები; ასევე ბევრია მასში რკინა და ეს ნიშნავს, რომ ბროწეულის მიღებით თქვენი ჰემოგლობინი ნორმაში იქნება.

აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ ბროწეულის წვენს გამოიყენებენ დაზიანებული ღვიძლის სამკურნალოდ. როგორც ცნობილია მის წვენს დაზიანებული უჯრედების აღდგენის უნარი გააჩნია. გარდა ღვიზლისა, მას გამოიყენებენ როგორც გულის, ისე ტირკმლის სამკურნალოდ.

ბროწეულის ნაყოფში არის C და PP ვიტამინები, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. ბროწეულს შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. სამხრეთის ქვეყნებში, ისევე როგორც ჩვენში, ბროწეულის მარცვლებსა და წვენს კულინარიაში იყენებეimage

იგი მდიდარია c და k ვიტამინებით. მხოლოდ ერთ, საშუალო ზომის ბროწეულს შეუძლია c ვიტამინის დღიური ნორმის 16 % შეავსოს. ხოლო, რაც შეეხება k ვიტამინს იგი უზრუნველყოფს ძვლების პრობლემების თავიდან აცილებას.

ბროწეული კარგი საშუალებაა დიეტებისა და განტვირთვის დღეებისთვის, რადგან 100 გრამი რბილობი 60–80 კკალორიას შეიცავს.

დადგენილია, რომ ბროწეული ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც ორგანიზმის გამაძლიერებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ასეპტიკური, შარდმდენი, სიცხის დამწევი საშუალება.

კვლევები ასევე ცხადყოფს, რომ ბროწეული ეფექტური საშუალებაა მძიმე ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლისთვის. კერძოდ, სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ამზადებენ ბროწეულის კანის გამოყენებით, აჩერებს ტუბერკულიოზის, პარატიფის, მუცლის ტიფის ბაქტერიების, ნაწლავური ჩხირის, ქოლერის ვიბრიონებისა და სხვა მიკრობების გამრავლებას. ჭიების გამოდევნის თვისებებზე ზემოთაც აღვნიშნეთ – ბროწეულის ნაყოფის ქერქის ზემოქმედების ძალა ამ შემთხვევაში უზარმაზარია.image

მეცნიერების კვლევები ადასტურებს, რომ ბროწეულის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას.

ბროწეულის ექსტრატს ხშირად იყენებენ მედიცინაში, როგორც ასაკის საწინააღმდეგო (anti-age) დანამატს, ის ანელებს კანის დაბერების პროცესს, ამცირებს ნაოჭების რადენობას და აბრკოლებს ასაკობრივი პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.

ამდა სხვა მრავალ სასარგებლო თვისებებტან ერთად, ბროწეულს მავნე ტვისებებიც ახასიატებს. მაგალითად: ბროწეულის წვენი არ შეიძლება კუჭის წყლულისა და გასტრიტის დროს, როდესაც კუჭის მჟავიანობაა მომატებული. სტომატოლოგები ნაყოფის წვენის დალევას წყალში გახსნილი სახით გვირჩევენ, რადგან, მათი აზრით, კონცენტრირებული წვენის მიღების დროს ბროწეულმა, შეიძლება, კბილის მინანქარი დააზიანოს. ასევე აუცილებელია ვაკონტროლოთ მიღების ნორმა, ვინაიდან მისი წარბი რაოდენობით მიღება იწვევს წნევის აწევას

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0