x
image
ლანა92
უჩვეულო და მხიარული ფესტივალები, რომლებიც მონაწილეებს დიდ გართობას ჰპირდება
image


ფესტივალები ეს საინტერესო და მხიარული ჩვეულებებია, რომლებიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. იკრიბება მილიონობით ადამიანი, რათა მხიარულად გაატარონ დრო. ადამიანებს უყვართ დღესასწაულები და მხიარულება, მიუხედავად ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა. ფესტივალები დაფუძნებულია იმისათვის, რათა მსოფლიოში ადამიანები გააერთიანოს.

მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილი ფესტივალია:



1.ჰოლის ფესტივალი

(ინდოეთი)



image


ჰოლი ინდოეთში ფერადი საღებავების ფესტივალია. ესაა ინდუისტური ფესტივალი, რომელიც იწყება ჰოლიკის ძვლის ცეცხლის დანთებით ჰოლის წინა დღეს. მეორე დღეს ყველა წყლის პირასაა საღებავებით, რომელსაც მონაწილეები ერთმანეთს ესვრიან, რათა იზეიმონ დღესასწაული. ისინი იყენებენ წყლის ჭავლსა და ფერადი წყლით სავსე ბუშტებს. ადამიანები ყრიან საღებავებს, ცეკვავენ და ცხოვრებით ტკბებიან. ჰოლის ფესტივალზე ნებისმიერი მონაწილე სასურველი სტუმარია. აქ არ არსებობს უცნობი-ნაცნობის გარჩევა. ადამიანები ერთმანეთს ესვრიან წყლის ჭავლსა და ბუშტებს, შემდგომ ერთმანეთს უსვამენ საოცარი ყვავილების ფხვნილებს. გარდა ამისა, ჰოლის ფესტივალზე ადამიანები მიდიან იმისათვის, რათა იცეკვონ და გემრიელი კერძები მიირთვან.




2. ტალახის ფესტივალი

(სამხრეთ კორეა)



image


ფესტივალი "ბორიონგი ტალახი" დააარსა სამხრეთ კორეულმა კოსმეტიკურმა კომპანიამ. ფირმა აწარმოებს კოსმეტიკას ბორიონგის ტალახის გამოყენებით და იმისათვის, რათა რეკლამირებაში ფული არ დახარჯოს, დაიწყო ტალახის ფესტივალი. ფესტივალიდან მომხმარებლები იგებენ სამხრეთ კორეული კოსმეტიკური კომპანიის ნაწარმის შესახებ. ტალახის ფესტივალზე არის ყველაფერი თქვენი სიამოვნებისათვის - ტალახის აბაზანები, ტალახის აუზები და ტალახის თხილამურები. ეს ფესტივალი იზიდავს ყველაზე დიდი რაოდენობით ტურისტს. ადამიანებს მოსწონთ ტალახში ჭიდაობა და ცურვაც კი.





რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი (ბრაზილია)




image


რიოს კარნავალი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ცნობილია მსოფლიოში. იგი ყოველწლიურად ტარდება. რიოს კარნავალში დაახლოებით 2 მლნ. ადამიანი მონაწილეობს ბრაზილიაში. ფესტივალი ტარდება 1823 წლიდან. ბრაზილიის კარნავალი ლამაზი აღლუმია, რომელშიც იღებენ მონაწილეობას რიოს ყველაზე კაშკაშა პერსონაჟები. რიოში მოქმედებს სამბას სხვადასხვა სკოლა, რომლებიც ხელს უწყობენ ამ ფესტივალს. რიოს კარნავალი რელიგიური დღესასწაულია. ფესტივალი ტარდება თებერვალში, ან მარტში, კათოლიკური დიდმარხვამდე (იწყება აღდგომამდე 40 დღით ადრე) 5 დღით ადრე. ფესტივალი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და ტარდება რიოს ცნობილ სამბადრომზე. მაყურებლები იკრიბებიან, რათა ნახონ, თუ როგორ იბრძვის ცეკვა სამბას 12 სკოლა მთავარი პრიზისათვის.


image








ლა ტომატინა

(ესპანეთი)



image


ლა ტომატინას ფესტივალი დიდი თავშესაქცევია. ადამიანები ესვრიან ერთმანეთს პომიდვრებს და ამისაგან სიამოვნებას იღებენ. ეს უჩვეულო ფესტივალი ტარდება კერ კიდევ 1945 წლიდან, თუმცა 1950 წელს იგი აკრძალეს. 1957 წელს ადგილობრივებმა, გიგანტური პომიდვრის კუბოს თანხმლებით, გააპროტესტეს ფესტივალის აკრძალვა. შედეგად ლა ტომატინას ფესტივალი ისევ დაუშვეს ესპანეთში. ფესტივალი გადაიზარდა უდიდეს ტურისტულ ბიძგად, იმპულსად ქვეყნისათვის.



ოქტობერფესტი

- ლუდის ზღვა



image


ოქტობერფესტი მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის ფესტივალია, რომელიც ტარდება ყოველწლიურად გერმანიის ქალაქ მიუნხენში. ლუდის ფესტივალი გრძელდება 16 დღის განმავლობაში, მიმდინარეობს სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირამდე. ფესტივალში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი მთელი მსოფლიოდან. ფესტივალი ეს მთლიანად ლუდს ეხება. აქ წარმოდგენილია ულამაზესი მიმტანები ნაციონალურ სამოსში, მუსიკა ბოლო ხმაზე ჟღერს და რაც მთავარია - ლუდის ზღვა. ეს ერთ-ერთი უდიდესი ფოლკლორული ფესტივალია, რომელიც წელიწადში 6 მილიონზე მეტ ვიზიტორს იზიდავს. ფესტივალზე ისმევა დაახლოებით 7 მილიონი ლიტრი ლუდი, ძეხვეულსა და გიგანტურ პრეზელებთან ერთად. ოქტობერფესტის ფესტივალზე, ლუდის, კერძებისა და ცეკვის გარდა, მონაწილეებს შეუძლიათ, დატკბნენ ფერადი აღლუმებითა და ატრაქციონებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღესასწაულია გერმანიაში.



წყლის ფესტივალი სონგკრანი (ტაილანდი)



image

ესაა ტაილანდური საახალწლო დღესასწაული, რომელიც მიმდინარეობს ყველაზე ცხელ დღეებში. ფესტივალი რამდენადმე ჰგავს ინდოეთის ჰოლის ფესტივალს: ადამიანები მხიარულობენ, მაღალი მუსიკის ფონზე, ერთმანეთისათვის საღებავების სროლით. მონაწილეები, ასევე, იყენებენ წყლის პისტოლეტებს, სათლებსა (ვედროებსა) და რეზინის მილებს. ხალხი წყალში ხსნის ცარცს, ან მენთოლს საღებავის მისაღებად და მერე მონაწილეები ერთმანეთს უსვამენ ამ მასას. ფესტივალზე სპილოებიც კი არიან და ეშვებიდან წყლის ჭავლს უშენენ მონაწილეებს. წყლის ფესტივალი საკმაოდ ცნობილია მთელ მსოფლიოში, როგორც სველი დღესასწაული ტაილანდში, განსაკუთრებით ჩიანგმაის რეგიონში. გარდა ამისა, ტაილანდის ზოგ რეგიონში მიმდინარეობს ტრადიციული მსვლელობები (აღლუმები) და სილამაზის კონკურსები.



ფრანების ფესტივალი

(ტაივანი)


image

ფესტივალი აღინიშნება ტაივანში, პინქსის რაიონში. ფრანების ფესტივალი დაიწყო ბოროტებასა და დაავადებებთან ბრძოლის ნიშნად. ფარნები, რომელთაც უშვებენ ცაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ ქალაქი უსაფრთხოდაა. სურვილისამებრ, ადამიანები ალამაზებენ, აფორმებენ ფარნებს გამოსახულებებით, ცაში გაშვებამდე. ტაივანის მთელი ცა გამოიყურება, როგორც წმინდა ცეცხლი. ფრანების ფესტივალი საფუძველს იღებს ტაივანის მცხოვრებთაგან, რომლებიც ცინის დინასტიის დროს პინქსიდან, მინანის (სამხრეთ) ჩინეთის რეგიონიდან მოვიდნენ. მე-20 საუკუნის ბოლოს, როცა მათ დაიწყეს ადგილობრივი კულტურის დაფასება, ფრანების ფესტივალი აღინიშნება, როგორც ყოველწლიური დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით.




ვენეციის კარნავალი

(იტალია)



image


ვენეციის კარნავალი აერთიანებს 900-წლიან ტრადიციას.ნიღბიანი ვენეციელები ისვენებენ და ზეიმობენ ტურისტებთან ერთად. ქუჩები სავსეა ყველაზე უჩვეულო კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანებით. მონაწილეები მხიარულობენ და აწყობენ წვეულება-მასკარადებს. ვენეციის საქალაქო არხის წყლის გზები ამ ფესტივალის პერიოდში კვლავ ცოცხლდება. ვენეციის კარნავალი იმართება 1162 წლიდან. ადამიანები იცვამენ ფერად ტანსაცმელს და ირგებენ საიდუმლო ნიღბებს, რათა შეიქმნან სადღესასწაულო განწყობა და მოსახლეობაც ჩართონ მხიარულებაში.



მკვდრების დღე

(მექსიკა)



image

მკვდრების ფესტივალი მექსიკაში აღინიშნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ადამიანები იკრიბებიან ოჯახსა და მეგობრებთან ერთად, იცვამენ საზეიმო კოსტიუმებს, სახეზე იხატავენ თავის ქალას გამოსახულებას, რათა ამ ფორმით მოინახულონ გარდაცვლილი ახლობლების, ნათესავების საფლავები. ფესტივალი იწყება 31 ოქტომბერს და გრძელდება 2 ნოემბრამდე. მკვდრების ფესტივალი ტარდება იმისათვის, რათა გაიხსნენონ წინაპრები და დაეხმარონ მათ სულიერ მოგზაურობაში.





ფესტივალი "თეთრი ღამეები" (რუსეთი)


image


"თეთრი ღამეები" ყოველწლიური საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი ა და შუაღამის მზის პერიოდში აღინიშნება. ფესტივალი ეძღვნება ოპერასა და მუსიკას. აქ შეგიძლიათ, იხილოთ რუსი მოცეკვავეების ბრწყინვალე შესრულება. მომღერლები, მუსიკოსები და მსახიობები ართობენ ხალხს მხიარული გამოსვლებით. ესაა ყველაზე მასშტაბური საჯარო ღონისძიება რუსეთში, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობს 1 მილიონი ადამიანი. მათი უმრავლესობა სკოლებისა და კოლეჯების სტუდენტია.

0
39
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0