
ამ მომხიბვლელმა გოგონამ ჯინსები და ყველა თანამედროვე ტანსაცმელი ჩაანაცვლა ფუმფულა კაბებით, საყელოებიანი ბლუზებით, კორსეტებით და კოჭებამდე ქვედაბოლებით, ანუ როგორც იცვამდნენ XIX საუკუნეში.

ფოტოზე ლამაზი ქალბატონი არის უკრაინელი მილა პოვოროზნიუკი, ვინიციდან, მილა ცნობილი გახდა "ინსტაგრამზე" უჩვეულო სტილის წყალობით: ახალგაზრდა გოგონამ გადაწყვიტა უარი ეთქვა თანამედროვე ყოველდღიურ სამოსზე და XIX საუკუნის ახალგაზრდა ქალბატონების მსგავსად დაიწყო ჩაცმა.

მილა იხსენებს, როგორ დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად იზიდავდა ვინტაჟური ტანსაცმელი. ამ გზით მილა თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა და ამიტომაც გადაწყვიტა ასე ჩაცმა.

12 წლის წინ მილა ისტორიულ სარეკონსტრუქციო კლუბში მოხვდა, რომლის წევრები შუა საუკუნეების რაინდთა ბრძოლაებით იყვნენ გატაცებულები. იქ მილამ დაიწყო სხვადასხვა ფესტივალებისა და სამხედრო რეკონსტუქციებისათვის კოსტიუმების კერვა, სახელმძღვანელოდ იყენებდა ყველა სახის ძველ გრავიურებს და ნახატებს.

ამან საშუალება მისცა გოგონას არა მხოლოდ გაეცნო მოდის ისტორია პირველ წყაროდან, არამედ ყველანაირი ტანსაცმლის კერვა თავად ისწავლა.

მილა პოვოროზნიუკის ვინტაჟურ გარდერობში ამჟამად 100-ზე მეტი ნივთია, რომლებიც სხვადასხვა დროს მიეკუთვნება, თუმცა მათი უმეტესობა მე -18 საუკუნის მიწურულს - მე -19 საუკუნის დასაწყისზე მოდის - იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა უკრაინელი ქალის თქმით, ქალები "ჯანმრთელად და ლამაზად" გამოიყურებოდნენ ყოველგვარი მაკიაჟის და სხვა ხრიკების გარეშე(იმ პერიოდში პომადასაც კი იშვიათად იყენებდნენ).
მილა იცავს იმ დროინდელი მოდის ყველა წესს და რეგულარულად ატარებს კორსეტსაც. ამბობენ, ეს ძალიან მოუხერხებელიაო, მაგრამ მილა აღნიშნავს, რომ მან კორსეტი შეუკვეთა ინდივიდუალური ესკიზის მიხედვით, ამიტომ იგი საკმაოდ კომფორტულია ყოველდღიური ტარებისთვის.

მილა ბლუზებს და ფეხსაცმელს მეორად მაღაზიებში შოულობს, დანარჩენ ტანსაცმელს კი თავად კერავს, ამისთვის კი ძველი წიგნების ილუსტრაციებს იყენებს.

რაც შეეხება აქსესუარებს მილა მათ შოულობს თანამოაზრე-ენთუზიაზისტებისგან, ან ძველმანების ბაზრობაზე ყიდულობს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მილა პოვოროზნიუკი თითქმის მხოლოდ მე -19 საუკუნის ვინტაჟურ კოსტიუმებში გამოწყობილი დადის და საკუთარ თავს "ვინტაჟის ქალბატონს" უწოდებს.
