x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სააკაშვილის 15 000 დოლარიანი სავარძელი ინტერნეტში განხილვის საგანი გახდა
imageინტერნეტში განხილვის საგანი გახდა ძვირადღირებული ფერადი სავარძლის ფოტო, რომელზეც გუშინ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იჯდა და კიევის სახლიდან სატელევიზიო ინტერვიუში ხალხის გაჭირვებაზე საუბრობდა.

ფეისბუქმომხმარებლებმა ინტერნეტში სავარძლის ფასიც მოიძიეს, მისი ფასი 15 000 დოლარია.


ამ ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა შალვა რამიშვილიც:


გუშინ ეს ბოროტი ჩიტი თავისი ფებე ლაივისას ამ სავარძელზე იყო წამოსკუპებული (იხ ფოტოები).
ესაა "პრუსტის სავარძელი", რომლის შემქმნელი არის იტალიელი დიზაინერი ალესანდრო მენდინი. სავარძლის ფასი 14 ათასი დოლარი გახლავთ. ეს ე.წ. დიზაინერული ავეჯია, რომლის ყიდვის საშუალება მხოლოდ ძალზედ მდიდარ ადამიანებს აქვთ.
სააკაშვილისგან ვიცით, რომ ის "დედამისის კმაყოფაზეა" და ალბათ ამ სავარძელზეც იტყვის, რომ ქ ნმა გიულიმ უყიდა.
მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამ ძვირფასი სავარძლიდან ეს მხდალი და ბოროტი ჩიტი კვლავ იძლევა რევოლუციურ განკარგულებებს.
უსაფრთხოდ, დიზაინერული ავეჯისა და ფუფუნების სხვა საგნებით გარშემორტყმული ჩმორი მოუწოდებს თავის მრევლს, რომ მისი გულისთვის თავი გასწირონ.
ეს იმდენად ამზარზენია, რომ სიტყვებიც არ მყოფნის!
მაგრამ, მრევლს რომ თავი დავანებოთ, ეს პატარ-პატარა პარტიები სად ჭირში და მოუსავლეთში მიყვებიან ჯოკერის ტახტზე შემომჯდარ ბოროტ ჩიტს?
აი, ესაა საკითხავი!
image
image


image

0
782
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
782
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0