x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები ,,შავი პარასკევის" შესახებ

image

რა არის “შავი პარასკევი"? ის აღნიშნავს ფასდაკლებების სეზონის გახსნას. ეს ტრადიცია XIX საუკუნეში გამოცნდა პირველად, თუმცა “შავი" მადლიერების დღის შემდგომი პარასკევი მხოლოდ 1996 წილიდან გახდა. ამ დღიდან მოყოლებული ცდილობენ პატარა და დიდი ბრენდები მყიდველების მოზიდვას სხვადასხვა აქციებით და ფასდაკლებებით.

image

1.ტერმინი “შავი პარასკევი" საფონდო ბირჟის დაცემასთანაა დაკავშირებული. New York Times ის ცნობით ორი ფინანსების სფეროში მომუშავე მამაკაცი ცდილობდა ოქროს ბირჟაზე თაღლითობას, თუმცა გეგმა ჩაუვარდათ და მათი თაღლითური სქემის გამო საფონდო ბირჟამ იზარალა.

image

2. ქალები უფრო მეტად აქტიურობენ შავი პარასკევის დროს თუმცა, უნდა ითქვას, რომ კაცებიც თანდათან ეწევიან პროცენტულად მათ. დღეს მათი აქტივობა დაახლოებით 45 % ს შეადგენს.

image

3. ბევრი ამერიკელი აცდენს სამუშაო დღეს იმისათვის რომ საყიდლებზე გაიქცეს. იყო შემთხვევა როდესაც ერთმა ქალმა 2 კვირა გაატარა მაღაზიის წინ რიგში ტელევიზორის საყიდლად.image

4 შავი პარასკევის შემდეგ ორშაბათს “კიბერორშაბათი'' დაარქვეს. სწორედ ამ დღეს აცხადებენ ონლაინ მაღაზიები დიდ ფასდაკლებებს, რათა მყიდველებმა სამსახურიდან გაუსვლელად შეძლონ შოპინგი.

image

5. არაოფიციალურად შავი პარასკევი საუკეთესო დღეა ტელევიზორების, სმარტფონების და საიუვილრო ნაკეთობების შესაძენად.image

6. ასევე არაოფიციალურად, სანტექნიკოსებისთვის შავი პარასევი წელიწადში ყველაზე გადატვირთული დღეა

image

7. საყიდლების დროს შავ პარასკვს უფრო მეტი ადამიანი კვდება ვიდრე დავუშვათ ზვიგენის თავდასხმის დროს. მაგალითად, 2006 წელს 6 ადამიანი დაიღუპა და 98 დასავდა შოპინგის დროს. 2008 წლის შავ პარასკევს მსხვილი სუპერმარკეტების ქსელის, ვოლმარტის თანამშრომელი ხალხის ბრბომ შესვლისთანავე გადაუარა და გარდაიცვალა. 2011 წელს კი ასევე შეშლილმა მყიდველმა წიწაკის აეროზოლით მოიშორა წინ მდგომი 15 სხვა მყიდველი. და ასეთი მაგალითები კიდევ ბევრია.image

8. ოჯახური მდგომარეობის მხრივ, შავ პარასკევს აქტიურობენ ქვრივები 66, 7% ით, შემდეგ გაშორებულები 60, 8% ით, დაქორწინებულები 52, 7% ით და მარტოსულები 45, 1% ით.

image

9. ბოლო დროს ზოგიერთი მაღაზია ბოიკოტს უცხადებს შავ პარასკევს და ამ დღის გატარებას თავის თანამშრომლებს ოჯახთან ან მეგობრებთან ურჩევს.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0