x
image
კატაპულტი
ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება,ტესტებზე რიგებია, კლინიკები თითქმის სავსეა –ვითარება შიდა ქართლში
image
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, შიდა ქართლშიც მატულობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 232 ადამიანი დაინფიცირდა და მათი საერთო რაოდენობა 2858 გახდა.ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 141 პაციენტი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი.

ინფიცირებულთა ნაწილი მკურნალობას სახლში გადის, ნაწილი კი სხვადასხვა კლინიკებში არიან გადანაწილებული. როგორც რეგიონული ტელეკომპანია “დია" იუწყება, შიდა ქართლში გახსნილი 3 კოვიდ-კლინიკაში, სადაც 250 ადგილია კოვიდინფიცირებულთათვის, ადგილები თითქმის ამოწურულია და მხოლოდ 5 ადგილიღაა დარჩენილი.

რიგებია ტესტირების ცენტრებშიც. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, მოსახლეობას რამდენიმე დღე უწევს რიგში დგომა, რათა ვირუსზე ტესტი გაიკეთოს. შიდა ქართლის გუბერნატორი, სიმონ გულედანი კი აცხადებს, რომ ტესტები მხოლოდ იმ ადამიანებს უკეთდებათ, ვინც მას აუცილებლად საჭიროებს. მან ასევე მიმართა მოსახლეობას და მათ მოუწოდა, სიმპტომებისა და ოჯახის ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ დადგებიან ტესტირების ცენტრებთან რიგში, რადგან ეს უფრო რისკის შემცველია.


შიდა ქართლსა და ზოგადად, მთელს ქვეყანაში ინფიცირების რიცხვის შემცირებას დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ელოდებიან ინფექციონისტები, როცა 28 ნოემბრიდან, შეზღუდვების გამკაცრებიდან 2 კვირა გავა.



ასევე საინტერესოა:

დაცლილი რეგიონები - დაცლილი საქართველო


ცხოვრება გორის ომგამოვლილ სოფლებში (ინტერვიუ მოსახლეობასთან +ფოტოები)

1
16
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
16
  
2020, 26 ნოემბერი, 19:26
ეს რეები ხდება
0 1 1