სხვა დაცლილი რეგიონები - დაცლილი საქართველო 2019, 4 მაისი, 14:47
მთისა და ზოგადად რეგიონის მოსახლეობა მძიმე სოციალური პირობების გამო, იძულებული ხდება გადარჩენისათვის თავი დედაქალაქს შეაფაროს, თუმცა ასეთი ადამიანების დიდი რიცხვის გამო, კონკურენცია თბილისშიც მაღალია, რაც დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, დაბალი ანაზღაურება შესთავაზოს კანდიდატს.ყოველივე ეს კი რეგიონებიდან ჩამოსულ მოსახლეობას, და არა მხოლოდ მათ, უბიძგებს მშობლიური კუთხის, ქალაქისა თუ სოფლის დატოვების შემდეგ ქვეყანაც დატოვოს და ბოლო იმედი, საზღვარგარეთ მუშაობა სცადოს, რაც ხშირ შემთხვევაში არ გამოსდით ხოლმე და შედეგად პერიოდულად მედიასაშუალებებით ვგებულობთ ხოლმე, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქე ბანკის მძარცველები, ქურდები და ა.შ.დააკავეს. აღნიშნული პრობლემა უკვე დიდი ხანია არსებობს და დროთა განმავლობაში სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება.რეგიონების დაცარიელება კი სამომავლოდ ტერიტორიების დაკარგვის ხელშემწყობი ფაქტორიც შეიძლება გახდეს .საბოლოო ჯამში კი, მივიღებთ დაცარიელებულ საქართველოს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა უცხოელებით ივსება; ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს და დაკარგულ ტერიტორიებს. 315 1-ს მოსწონს
|