ქალი და მამაკაცი ნიგერიელი ქორწილში თავის 6 ფეხმძიმე საყვარელთან ერთად მივიდა 2020, 26 ნოემბერი, 14:37 ![]() გსმენიათ ოდესმე ნოლივუდის შესახებ? დიახ არსებობს ასეთი! ეს არის ნიგერიული ჰოლივუდი. სხვათა შორის, ის სიდიდით მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას - ქვეყანა თვეში დაახლოებით 200 ფილმს აწარმოებს და მხოლოდ ინდოეთს ჩამორჩება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ცნობილ ნიგერიელ კომიკოს მსახიობს უილიამს უჩემბას ცოტა ხნის წინ გრანდიოზული ქორწილი ჰქონდა. ქორწილში ბევრი ცნობილი ადგილობრივი ადამიანი იყო მიწვეული. მაგრამ ყველას დაჩრდილა სიმპათიურმა მაიკმა, რომელიც ექვსი გოგოს თანხლებით მივიდა. ვიდეოში იგი გოგონებს სათითაოდ სიყვარულით მუცელზე უტყაპუნებს ვიდეოს ახლავს მინაწერი: "ეს არ არის ხრიკი. ჩვენ უბრალოდ ვცხოვრობთ ჩვენი საუკეთესო ცხოვრებით". მაიკი ნიგერიაში ცნობილი პიროვნებაა, რადგან ის ფლობს ლაგოსის ყველაზე პოპულარულ ღამის კლუბს. 2017 წელს კი ის უკვე "ცნობილი გახდა", როდესაც ის მოვიდა წვეულებაზე ორ ქალთან ერთად, რომელსაც მაიკი აღვირზე გამობმული მიიყვანა. მაშინ ჩვეულებრივი ნიგერიელები იმდენად განრისხდნენ, რომ მთავრობის ბრძანებით, პოლიციამ ბიზნესმენი ქალების უპატივცემულობის გამო დააკავა. ![]() ![]() 7895 4-ს მოსწონს
|