x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 სილამაზის პროცედურა, რომლის შესახებ სჯობს თქვენმა საყვარელმა მამაკაცმა არაფერი იცოდეს

image


თქვენმა რჩეულმა რამდენიც არ უნდა გიმტკიცოთ, რომ თქვენ მისთვის ყველა ფორმაში ლამაზი და თვალისმომჭრელი ხართ, გახსოვდეთ რომ მამაკაცები საკუთარი პარტნიორების გარეგნულ მხარეს დიდ ყურადღებას აქცევენ. გულის სიღრმეში ყველა კაცს სურს, რომ მისი რჩეული მისივე მეგობრების აღაფრთოვანებულ მზერას იმსახურებდეს - იყოს ყოველთვის ლამაზი, მოვლილი და მოწესრიგებული. გოგონების უმეტესობამ ამის შესახებ ბრწყინვალედ იცის და ამიტომაც ყველაფრისთვის მზად არიან - "იმ იდეალური ლამაზმანის იმიჯის" შესანარჩუნებლად. ქალბატონების სურვილი გახდნენ კიდევ უფრო ლამაზები და მომხიბვლელები ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია, თუმცა სულ არ არის საჭირო თქვენმა საყვარელმა ადამიანმა თქვენი ზოგიერთი სილამაზის პროცედურის შესახებ ყველაფერი ზედმიწევნით იცოდეს.




მკერდის წებო


image


ნიუ – იორკელი კოსმეტოლოგის მიერ გამოგონილი ეფექტური საშუალება მკერდის "სასურველ პოზიციაზე" დამაგრების შესაძლებლობას იძლევა. წებო შესანიშნავი აღმოჩენაა იმ გოგონებისთვის, რომლებიც იძულებულები არიან ინტიმური თეთრეულის გამო ღრმად ამოღებული კაბების ტარებაზე უარი თქვან. წებო ასევე იდეალური საშუალებაა დიდი ზომის მკერდის მქონე ქალბატონებისთვისაც, თუმცა მისი ყველა პლიუსის მიუხედვად, წებოს გამოყენება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, რათა უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ და ხალხის დასაცინი არ გახდეთ, როგორც ეს კიმს შეემთხვა.




დასაკრავი დვრილები


image


ხშირად მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის გოგონების უმეტესობა გამჭირვალე საღამოს კაბის არჩევისას, ინტიმური თეთრეულის ნაცვლად მკერდზე დასაკრობ სპეციალურ სტიკერს იყენებს, ზოგი მათგანი კი პირიქით, საპირისპირო სქესის ყურადღების მისაქცევად და მკერდისთვის "ექსპრესიული" ეფექტის შესაქმნელად ისეთ სილიკონის პლასტირს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც ვერცერთ მამაკაცს გულგრილს ვერ ტოვებს, მთავარია რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები ვერ მიხვდნენ რომ ის, რაც მათ წარმოსახვას ასე აღელვებს სხვა არაფერია თუ არა სილიკონის დვრილები.




პედიკურის წინდები


image


კოჟრები, გაუხეშებული და დახეთქილი ქუსლები - ყველა თავმოყვარე გოგონასთვის ნამდვილი კოშმარია, თუმცა საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოგვარების გზებიც იქნა ნაპოვნი, რაღა თქმა უნდა, იაპონელების თაოსნობით, რომლებმაც პედიკურისთვის სპეციალური წინდები შექმნეს, რომელიც როგორც წესი, ძილის წინ იცმევა და დილით თქვენი ფეხების სირბილესა და კანის აბრეშუმისებრ სიგლუვეს უზრუნველყოფს.



ველათერაპია


image


შეგაწუხათ თმის გაყოფილმა ბოლოებმა, მაგრამ კატეგორიულად უარს ამბობთ სიგრძის შემოკლებაზე? მაშინ ეს პროცედურა თქვენთვისაა. დაგჭირდებათ მხოლოდ მარჯვე ხელები და სანთელი. ეს საკმაოდ სახიფათო ტექნიკა 1960-იან წლებში ბრაზილიაში მოიგონეს, თუმცა გონივრული მიზეზების გამო მან ფართო მასებში გავრცელება არ ჰპოვა. ნურც თქვენ ეცდებით მის გამეორებას.



ბულბულის სკლინტის ნიღაბი


image


ეს ნიღაბი გეიშების ერთ-ერთ საიდუმლოს წარმოადგენს. "სიყვარულის ქურუმები" მას უძველესი დროიდან იყენებენ. ნიღაბი, იაპონიის კუნძულ კიუსიუზე გავრცელებული ბულბულის იშვიათი სახეობის სტერილიზებული ექსკრემენტისგან შედგება, რომლის პროცედურაც ჰოლივუდის ცნობილ ვარსკვლავებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს სასწაულმოქმედი ნიღაბი შესანიშნავად ასუფთავებს და ათეთრებს კანს, ასევე აუმჯობესებს მის სტრუქტურას.






0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
163