სხვა " 1 ქოთანი, 2 სიცოცხლე".. უჩვეულო და ორიგინალური აკვარიუმები, ანუ იდეები თქვენი ინტერიერის გასალამაზებლად 2020, 25 ნოემბერი, 16:16 აკვარიუმი სახლში მძიმე სამუშაო დღის მერე საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა. ლამაზი ფერადი თევზების დათვალიერება დროებით მაინც გადაგავიწყებთ პრობლემებს. რელაქსაციისა და ჯანმრთელობისათვის, ფსიქიკისათვის სასარგებლო ეფექტის გარდა, აკვარიუმი არაჩვეულებრივად ავსებს ინტერიერსა და ოთახის მთავარ გაფორმებას. მიუხედავად იმისა, თუ რომელი თევზის შეძენას გადაწყვეტთ, აკვარიუმი უნდა უხდებოდეს, შეესაბამებოდეს ირგვლივ არსებულ ატმოსფეროს. ინსპირაციისათვის წარმოგიდგენთ აკვარიუმების ორიგინალურ, კრეატიულ ვარიანტებს: აკვარიუმი -ნათურალამაზი შერწყმაა ნათურისა და აკვარიუმის. არ იღელვოთ იმაზე, რომ თქვენი თევზი დაბრმავდება, სინათლე პირდაპირ აკვარიუმს არ ეცემა. დუპლექს-აკვარიუმი(აკვარიუმი - გალია)დუპლექსი ესა აკვარიუმი - გალია, სადაც თევზს ჰყავს მეზობელი - თუთიყუში. აკვარიუმი ქმნის თავისუფალ სივრცეს, სადაც ერთ დონეზე მოძრაობენ თევზი და ჩიტი. ვერტიკალური აკვარიუმისაათითკიდევ ერთი ლამაზი აკვარიუმია, რომელიც ჰგავს ჩვეულებრივი აკვარიუმის ვერტიკალურ ვარიანტს, მაგრამ აქვს საათი. ტელევიზორი- აკვარიუმიმზადდება ძველი ტელევიზორისაგან. ის შეიძლება, პატარა თევზების ბრწყინვალე სახლად იქცეს. გამოიყურება, როგორც ჩართული, მომუშავე ტელევიზორი იმ შემთხვევაში, თუ მას აამოძრავებთ, გადაადგილებთ. სტუმრების აღფრთოვანება გარანტირებულია. დივანი-აკვარიუმიასეთ დივანზე დასვენება ორმაგად სასიამოვნოა, რამდენადაც სახლში, ჰოლში მოსასვენებელ ოთახში) იმყოფებით და თან ბუნებასთან ახლოს გრძნობთ თავს. მზის აკვარიუმიეს აკვარიუმი არის კაშკაშა, ასხივებს მზის სინათლეს. აკვარიუმი - დარღვეული ბალანსიაკვარიუმი გამოიყურება ისე, თითქოს სადაცაა მაგიდიდან, კარადიდან უნდა ჩამოვარდეს. ტუალეტი-აკვარიუმი(უნიტაზი-აკვარიუმი)არ ინერვიულოთ, ჩარეცხვისას თევზი ადგილზე რჩება. პორტატული აკვარიუმიაქვს ნოვატორული სახელური, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ, თქვენს ფერად თევზს არ დაშორდეთ და თან ატაროთ. 1 ქოთანი, 2 სიცოცხლეშეგიძლიათ, ყვავილი და თევზი ერთ ქოთანში განათავსოთ. აკვარიუმი-პირსაბანიეს აკვარიუმი დაამშვენებს თქვენს სააბაზანო ოთახს. აკვარიუმი-ნიჟარა დამისი კონცეფციანიჟარის ეს უნიკალური დიზაინი წყლის დაზოგვისაკენ მოუწოდებს მომხმარებელს. გამოყენებასთან ერთად, აკვარიუმში წყლის დონე იკლებს, მცირდება (თუმცა ბოლომდე არასოდეს იწურება); ის უბრუნდება ნორმალურ დონეს, ანუ ისევ ივსება, როგორც კი ონკანს გათიშავთ. თევზების დაცვისა და ონკანში სუფთა წყლის უზრუნველსაყოფად აკვარიუმი-თასს აქვს მსხვილი მილსადენი, რომელთანაცაა შეერთებული ძირში. 67 2-ს მოსწონს
|