x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მეტისმეტად მსუქნები": მოდელები, რომლებსაც არასრულყოფილი სხეულის გამო მუდამ აკრიტიკებენ

image


რამდენიმე წლის წინ, შანხაიში გამართულ "Victoria's Secret"- ის გრანდიოზულ დეფილეში მონაწილეობა პოპულარული ბრენდის ცნობილმა "ანგელოზებმა" მიიღეს, რომელთა შორისაც თანამედროვეობის ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელი ბელა ჰადიდიც გახლდათ. დამსწრე საზოგადოება მომხიბლავი გოგონებითა და ქალის ულამაზესი თეთრეულის კოლექციით როგორც ყოველთვის აღფრთოვანებული დარჩა, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც რომლებმაც ცნობილი ტოპ - მოდელი ბელა ჰადიდი "არასრულყოფილი" სხეულის გამო გააკრიტიკეს და მას პოდიუმისთვის შეუფერებელი უწოდეს. დღეს, სწორედ იმ ცნობილი მოდელების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც საკუთარი სხეულის გამო მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევიან.



ბელა ჰადიდი


image


ჩვენების შემდეგ კრიტიკოსებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ბელას სპორტდარბაზში უფრო მეტი დრო უნდა გაეტარებინა, ვინაიდან მისი დუნდულების ფორმა ქალის ქვედა საცვლების მოდელისთვის არაფრად ვარგოდა. ბევრი ადამიანის აზრით, ჰადიდის სხეული მოდელის შესაფერისი არ არის და ის სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი გამხდარი გოგონას სხეული. მოდელისთვის კი, მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია გამოკვეთილი და ნავარჯიშევი ფორმები.


image



ჯიჯი ჰადიდი


image


"მე სხეულის ისეთ ტიპს წარმოვადგენ რომელიც ადრე მაღალი მოდის სამყაროში მიღებული არ იყო, დიახ, მე მაქვს მკერდი, პრესი, დუნდულები და მაქვს თეძოებიც, მაგრამ მე არ ვსაჭიროებ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. ერთხელ საუბრისას აგენტმა მითხრა, რომ ძალიან დიდი ლოყები და თეძოები მაქვს, კინაღამ ცრემლები წამომცვივდა, იმდენად შეურაცხმყოფელი იყო ეს ჩემთვის, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე მებრძოლა. გრამი არ დამიკლია, დავიცავი საკუთარი უფლება მეცხოვრა ისეთ სხეულში, რომელიც თავად მომწონს. დიახ, მე საკუთარ თავს გამხდრად და მოხდენილად მივიჩნევ." - განაცხადა ჯიჯიმ.




კენდალ ჯენერი

image


2014 წელს, "Tommy Hilfiger" - ის გრანდიოზული შოუს ჩვენების შემდეგ, ავსტრალიური ტაბლოიდური გამოცემა "Famous" -ი შემდეგი სათაურით გამოვიდა: "კენდალ, თავს ნუ ირცხვენ: პოდიუმისთვის მსუქანი ხარ: რისთვისაც მას, კარდაშიანების ცნობილი კლანის წარმომადგენლისთვის საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწია: კენდალმა ჟურნალის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მის ფოტოზე მიხატული ცელულიტის გამო შეიტანა.




ჯემა უორდი


image


საკმარისია ამ ფაიფურის თოჯინას წონაში ორიოდე კილოგრმი მოემატა, რომ მას კრიტიკოსები თავს აფთრებივით დაესხნენ და მოდის სამყაროდან ფაქტიურად გააძევეს, თუმცა ის შოუ - ბიზნესში ფილმ "კარიბის ზღვის მეკობრეებში" შესრულებული ქალთევზის როლით მაინც დაბრუნდა.


image




კარა დელევინი


image


"ჩემს ბევრ თაყვანისმცემელს აინტერესებს რატომ მირჩევნია მსახიობობა მოდელობას, იმიტომ რომ მომბეზრდა ჩემი წონისა და ფორმებისადმი მუდმივი ყურადღება. როცა ამა თუ იმ ბრენდის წარმომადგენელს ვხვდები ყველა მათგანი ორიოდე კილოგრამის დაკლებას მთხოვს, რასაც წყობიდან გამოვყავარ, მირჩევნია ვიყო მსახიობი მიმზიდველი ფორმებით, ვიდრე გამხდარი ტანსაცმლის საკიდი, რომლის ერთადერთი ღირებულებაც - ძვლებია."






0
736
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
736