x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნუგზარ ყურაშვილი ლევან ბერძენიშვილს:რატომ არის ერის ის ნაწილი ავადმყოფი, რომელმაც კაციჭამია ხალხი მმართველობაში არ მოიყვანა?
image


მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი ლევან ბერძენიშვილის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:(პოსტს აქვეყნებს თამუნა ყურაშვილი ნუგზარის თხოვნით)


„ბატონო ლევან!!!(ბერძენიშვილი)მოგმართავთ თქვენი ლექციების ერთ-ერთი მოყვარული კაცი, რატომ არის ერის თუნდაც ის ნაწილი, რომელმაც თქვენ არ მოგცათ ხმა და ეს კაციჭამია ხალხი მმართველობაში არ მოიყვანა ავადმყოფი? რატომ გავიწყდებათ, რას სჩადიოდნენ ისინი წლების განმავლობაში ხალხის წინაშე? ამათ რომ ავადმყოფებს ეძახი, ვინც ხმას ბიძინას აძლევსო, იმ დარეხვილს და მართლა ავადმყოფს რომ უყურებთ უკრაინიდან როგორ მოძღვრავს ხალხს და ომისკენ მოუწოდებს, მაშინ სად არის ის თქვენი ერის სიყვარული?ამდენ ხანს რომ არ ისმოდა თქვენი ხმა, მეგონა ნეიტრალიტეტს მაინც დაიჭერდით, თუმცა შევმცდარვარ და ჩასაფრებული ყოფილხართ.


მიკვირს როგორ თავსდება თქვენში, გულწრფელად გეტყვით, ის განსწავლულობა და ის ზიზღი, რომელსაც იჩენთ ასე აშკარად შენი მშობელი ხალხის თუნდაც იმ ნაწილის მიმართ, რომელმაც ამ კაციჭამიებს ხმა არ მისცა, თუმცა უდიდესმა ერმა, როგორიც გერმანიაა, გოეთეც შვა და ჰიტლერიც. ძალიან მწყდება გული.ბიძინა ივანიშვილს რომ მიახტით. ვაჟა ფშაველამ თქვენისთანა ხალხის საყურადღებოდ დაწერა ლექსი გიორგი სააკაძეზე:


“რამდენი ფიქრი მკლავს, მებადება თუ არ ვიგუეთ, ვერ შევიფერეთ, კარგი შვილები რად გვებადება, შვილის სიკეთე მშობელს შეშურდეს? ნამვილ მშობელსა ეს ეკადრება?ცრემლები მახრჩობს, ვეღარას ვამბობ, კარგის დაღუპვა რად გვენატრება ჩვენი შვილისა, ჩვენივე ძისა, ჩემო სამშობლოვ, ჩემო სიცოცხლე, არ გეკადრება, არ გეკადრება!!!!! “

აი ეს ლექსი კი სწორედ თქვენ და ერის იმ ნაწილს ეკუთვნის, რომელმაც ძალმომრეობას და კაცთმოძულეობას მისცა ხმა. ახლა ვფიქრობ რბილად ხომ არ გამომივიდა პასუხის გაცემა თქვენთვის, მაგრამ ჩემ თავს ვერ ვაკადრებ. არა იმიტომ, რომ თქვენ არ იმსახურებთ, არამედ თუნდაც ხალხის ის ნაწილი, რომელიც თქვენ ავადმყოფად მოიხსენიეთ არ გავაღიზიანო და არ გაგცეთ ისეთი პასუხი, რომლის ღირსიც ნამდვილად ხართ!!!

თქვენი კეთილის მსურველი ნუგზარ ყურაშვილი“

image

შეგახსენებთ, ორიდე დღის წინ "მთავარ არხზე " ჩართვის დროს ლევან ბერძენიშვილმა ავადმყოფები უწოდა იმ ამომრჩეველს ვინც ქართულ ოცნებას მისცა ხმა და ამ პარტიის მხარდამჭერია, მისივე განცხადებით ამ ადამიანებს აქვთ დაავადება პირობითი სახელწოდებით “ბიძინა 19”.


0
278
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0