ქალი და მამაკაცი ფაქტები ფრანგული კოცნის შესახებ 2012, 24 აგვისტო, 10:40 * შეყვარებული ადამიანების სექსუალურ მოთხოვნილებას გონივრული ახსნა მოეძებნება - გამრავლების ინსტინქტი. ხოლო ის, თუ რატომ კოცნიან ადამიანები ერთმანეთს ვნებით - ამას ჯერჯერობით ვერავითარი დამაჯერებელი ახსნა ვერ მოუძებნეს. * კოცნის მოთხოვნილების შესახებ ჯერ კიდევ პლატონის დროს მსჯელობდნენ, (ეჭვი მაქვს პლატონამდეც იქნებოდა ვინმე, ვინც ამ საკითხს ჩაუღრმავდებოდა, უბრალოდ მიზეზთა და მიზეზთა გამო, მისმა ნააზრევმა ჩვენამდე ვერ მოაღწია). *მე პირადად ვფიქრობ, რომ კოცნა სექსზე უფრო ინტიმურია. გაიხსენეთ ჯულია რობერტსის კინოგმირი ''ლამაზმანიდან'' - ის ხომ ყველაფერს აკეთებს კოცნის გარდა? კოცნა იმ გრძნობებს აღძრავს, რომელსაც ფულით ვერ იყიდი ... სექსი შეიძლება მოგინდეს იმასთან, ვინც არ გიყვარს.. მაგრამ კოცნა ნაკლებად... ის უფრო ღრმა და მეტყველია. დეგუსტაცია პირველი კოცნა შეთავსებადობის ერთგვარი ტესტია. ამ დროს ძალიან ცოტა რამ იცი პარტნიორის ხასიათის, სექსუალური პოტენციალის შესახებ. პირველი კოცნა უნებლიეთ ისეთ ინფორმაციას გასცემს, რომლის მისაღებადაც მის გარეშე წლები დაგჭირდებოდა. პირველ რიგში კი კოცნის შემდეგ ზუსტად იცი, რა გინდა ამ კაცისგან. ერთ შემთხვევაში - გული ლამის ყელში გებჯინება, თავბრუ გეხვევა და მასთან სიახლოვეზე ოცნებობ.. მეორე შემთხვევაში - კი სიმპათიური, პერსპექტიული ახალგაზრდა, რატომღაც შენს თვალში ხიბლს კარგავს და პირში რაღაცნაირი ჟანგის გემოთი გტოვებს. * ნუ რას ვიზამთ ... კოცნა ხელოვნებაა. ალბათ დამეთანხმები, რომ ხელოვნება რთულად ჩასაწვდომი საგანია და ყველას არ შეუძლია მისი შესწავლა. რამდენიმე საინტერესო ფაქტი ფრანგული კოცნის შესახებ: ფაქტი #1. ყველაზე ხანგრძლივი ფრანგული კოცნა მსოფლიოში ერთ ჩიკაგოელ წყვილს ეკუთვნის. ისინი 17 დღის, 10 საათისა და 30 წუთის განმავლობაში კოცნიდნენ ერთმანეთს. მხოლოდ საათში ერთხელ 5 წუთით ისვენებდნენ და ღამით 2 საათით იძინებდნენ. ფაქტი #2. ექსტრემალური ფრანგული კოცნის რეკორდი ტოკიოელმა წყვილმა დაამყარა. ისინი 2 საათისა და 18 წუთის განმავლობაში წყალქვეშ კოცნიდნენ ერთმანეთს. ფაქტი #3. ყველაზე ხანგრძლივი საეკრანო კოცნა ''სექსუალური რევოლუციის ხანას'' სულაც არ ეკუთვნის. ის კინემატოგრაფიის გარიჟრაჟზე, 1910 წელს ფილმში ''შენ უკვე ჯარში ხარ'' რეჯის თუმმა და ჯეინ უამენმა შეასრულეს. ფაქტი #4. ყველაზე ბევრჟერ მაყურებელმა ეკრანზე ჯონ ბერიმორის კოცნა იხილა. მან 1926 წელს დონჟუანის როლი შეასრულა ამავე სახელწოდების ფილმში. ფაქტი #5. კოცნის ყველაზე ''მასშტაბური ოპერაცია'' ნიუ-ბრიჯსტონელმა ალფრედ ვოლფმანმა ჩაატარა. მან რვა საათის განმავლობაში 801 ქალს აკოცა. ფაქტი #6. ქალებს შორის მსგავსი რეკორდი ბარბარა აუგუსტინმა დაამყარა. მან სამი საათის განმავლობაში 76 მამაკაცს აკოცა. 1505 7-ს მოსწონს
|