x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქორწილში კორონავირუსმა 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
image

შეერთებულ შტატებში, შტატ მენში ჩვეულებრივი საქორწილო ცერემონია გადაიქცა კორონავირუსული ინფექციით წყაროდ, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ეს მონაცემები ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გაავრცელა.


ორგანიზაციამ გაანალიზა CoViD-19– ის შემთხვევები ამ რეგიონში და დაადგინა, რომ ისინი ყველა დაკავშირებული არის იმ ადამიანებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ საქორწილო ცერემონიალში ამ შტატის ერთ – ერთ პატარა ქალაქში.ქორწილს სულ 55 ადამიანი ესწრებოდა.



მედიკოსების ინფორმაციით, რამდენიმე დღის შემდეგ, ქორწილში მონაწილე ხუთ სტუმარს დაეწყო ცხელება და მშრალი ხველა. ყველა მათგანს დაუდასტურდა კორონავირუსი.



გაირკვა, რომ საქორწინო ცერემონიაზე ადამიანების საერთო რაოდენობა დასაშვებ ზღვარზე მეტი იყო, ასევე მათ არ ეკეთათ პირბადე და სოციალურ დისტანციას არ ინარჩუნებდნენ.


მოგვიანებით, კორონავირუსის დიაგნოზი 55 სტუმრიდან 27 დაუდასტურდა, თავის მხრივ ამ 27-მა ადამიანმა 177 დააინფიცირდა, რის შედეგადაც აქედან შვიდი კაცი CoViD-19–ს ემსხვერპლა.


დღეისთვის მთელ მსოფლიოში 58 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა CoViD-19-ით, აქედან გარდაიცვალა 1, 39 მილიონი პაციენტი, აქედან მეოთხედი მარტო შეერთებულ შტატებზე მოდის-12, 3 მილიონი ინფიცირებული, აშშ-ში კორონავირუსს შეეწირა 257 000 ადამიანი.

0
22
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0