x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დაასახელა რუსეთის სუსტი წერტილები
image

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ახალ წიგნში "აღთქმული მიწა" აღნიშნა, რომ რუსეთმა დაკარგა სუპერსახელმწიფოებრივი სტატუსი. მან ასევე ჩამოთვალა მისი სისუსტის მიზეზები.


ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რუსეთის სახელმწიფოს მოკავშირეთა და სამხედრო ბაზების ნაკლებობა აქვს. ”ბირთვული არსენალით, რომელიც მხოლოდ ჩვენ [ამერიკას] ჩამოგვრჩება, რუსეთს ალიანსებისა და ბაზების ფართო ქსელი არ გააჩნია, რამაც შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა დაანახოს მთელს მსოფლიოს საკუთარი სამხედრო ძალა" - წერს ობამა თავის მემუარებში.



მან ასევე მიუთითა, რომ რუსეთი დამოკიდებულია ნავთობის, გაზის, მინერალებისა და იარაღის ექსპორტზე და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა მისი პრეზიდენტობის პერიოდში განაგრძობდა ვარდნას იმ ქვეყნების ეკონომიკასთან შედარებით, როგორიცაა იტალია, კანადა და ბრაზილია. სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკოსმა აღნიშნა კორუფციის მაღალი მაჩვენებლები და მამრობითი სქესის მოსახლეობის სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობა, რომელიც დაფიქსირებულია რიგ კვლევით ორგანიზაციებში.





ობამა მიიჩნევს, რომ მოსკოვი მეტწილად ვაშინგტონის წინააღმდეგ იყო განწყობილი, რასაც მოწმობს რუსეთის მიერ ”გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ინიციატივების დაბლოკვა”, და ასევე აღნიშნულია ”რუსეთის გააძლიერებული ძალისხმევა, რათა ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს არ დაეტოვებინათ რუსეთის გავლენის ორბიტა."


ასევე ობამა თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი აგონებს "ჩიკაგოს მაფიოზურ ბოსს".


" სასტიკი ავტორიტეტების მიერ ქუჩის კანონებით აღზრდილ ბოსს, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ჩიკაგოს"-წერს ობამა პუტინზე.

2
296
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
296
  
2020, 19 ნოემბერი, 2:35
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Hosset.Com
2020, 17 ნოემბერი, 21:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2