სხვა მიზეზი, რის გამოც ერნესტ ჰემინგუეიმ თავი მოიკლა 2020, 17 ნოემბერი, 12:02
1942 წელს მწერალი ერნესტ ჰემინგუეი ეფბიაის აგენტებმა აიყვანეს. მისი მისია კუბაზე ნაცისტების ჯაშუშების მიკვლევა იყო. 7 თვის შემდეგ აგენტებმა უარი თქვეს მის სამსახურზე, რადგან ჩათვალეს, რომ ინფორმაცია არ იყო მნიშვნელოვანი. ამით ოფიციალური კავშირი დასრულდა. 17 წლის შემდეგ მწერალმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მას უთვალთვალებდნენ. ამბობდა, რომ ეფბიაიმ მის სახლში მიკროფონები დააყენა, რომ გამუდმებით უკან დაჰყვებოდნენ, სატელეფონო ზარებს უსმენდნენ... ჰემინგუეი ამის გამო ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს. ელექტროშოკის 13 სეანსის შემდეგ მან გონება დაკარგა, მუშაობის უნარი დაკარგა, მაგრამ ადევნების მანია მაინც დარჩა. ეჭვის თვალით უყურებდა სამედიცინო პერსონალსაც. მხარი ოჯახმაც არ დაუჭირა, რის გამოც მწერალი უფრო და უფრო ეფლობოდა დეპრესიაში, საბოლოოდ კი 1961 წლის 2 ივლისს თავი მოიკლა საკუთარ სახლში. 1984 წელს ეფბიაის სეგროვებული მასალები გამოაშკარავდა. მწერალი არ ცდებოდა, მას ნამდვილად უთვალთვალებდნენ, იყო მიკროფონებიც, ადევნებაც, ტელეფონის მოსმენაც, ფსიქიატრიული საავადმყოფოც კი. უთვალთვალებდნენ ყველგან. მწერლის დოსიეს 124 გვერდიდან 15 გვერდი ჯერ კიდევ გაუხსნელია, როგორც ამბობენ “ნაციონალური თავდაცვის ინტერესების გამო''. 169 2-ს მოსწონს
|