საზოგადოება ილონ მასკმა კოვის-19 ის ტესტი ერთ დღეში ოთხჯერ ჩაიტარა და სხვადასხვა პასუხები მიიღო :,,რაღაც საეჭვო ხდება" 2020, 17 ნოემბერი, 11:17 რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მილიარდერმა და ბიზნესმენმა ილონ მასკმა თვითერზე დაწერა, რომ გაციების სიმპტომები ჰქონდა, ამიტომაც კვიდ-19 ის 4 ტესტი გაიკეთა პრევენციის მიზნით. აი პასუხები კი სხვადასხვა მიიღო. ორმა ტესტმა დადებითი შედეგი მისცა, ორმა კი უარყოფითი. “რაღაც ძალიან უცნაური ხდება. დღეს ოთხჯერ ჩავაბარე ტესტი კოვიდ-19 ზე. ორი მათგანი დადებითი აღმოჩნდა, ორი კი უარყოფითი. ერთი და იგივე მოწყობილობა. ერთი და იგივე მედდა." - წერს მასკი. ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, ილონ მასკმა კორონავირუსის გამო გავრცელებულ პანიკას და აჟიოტაჟს სულელური უწოდა, რის გამოც საზოგადოების კრიტიკის მსხვერპლი გახდა. აპრილის თვეში მან საჯაროდ ანაცხადა, რომ თვითიზოლაციის წინააღმდეგია, და რომ აკრძალვა ამერიკელების თავისუფლებას ზღუდავს. 43 შეფასება არ არის
|