კულტურა მედლის მეორე მხარე: გასული საუკუნის გერმანელების ცხოვრების უცნობი მხარეები 2020, 15 ნოემბერი, 21:18 გასული საუკუნის ცნობილმა გერმანელმა ფოტოგრაფმა - გიუნტერ ცინტიმ აღიარება 60-იანი წლების ჰამბურგის საზოგადოების ატმოსფერული ფოტოების გადაღებით მოიპოვა. მეძავები, პოლიციელები, ჰიპები და დემონსტრანტები, ვის აღარ შეხვდებით მის ნამუშევრებში გიუნტერი თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელს ერთნაირი ინტერესითა და სიხშირით იღებდა. ცინტი ფიქრობდა, რომ შინაარსი ფორმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც მის თითოეულ კადრშიც იგრძნობა.
გერმანელი ფოტოგრაფი გიუნტერ ცინტი - 1941 წლის 27 ივნისს ქალაქ ფულდაში დაიბადა. 1959 წელს მან სტაჟირება ფრანკფურტის გერმანულ საინფორმაციო სააგენტო - "Deutsche Press - Agentur"-ში გიარა, სადაც ფოტოჟურნალისტისა და რედაქტორის საქმიანობას დაეუფლა, ახალგაზრდა ხელოვანი ჟურნალ "Twen"- ის რეპორტიორად მუშაობდა, 1962-1944 წლებში შვედეთსა და ინგლისში მოგზაურობის შემდეგ კი, მშობლიურ გერმანიას დაბრუნდა და ჰამბურგში დასახლდა.
ფოტოგრაფის ობიექტივი ყოველთვის იქ იყო სადაც საზოგადოებას ყველაზე მეტად უჭირდა, თუმცა ცნობადობა მას ჰამბურგის მუსიკალურ კლუბ "Star-Club"- ში გადაღებულმა ფოტოებმა მოუტანა, რომელიც 1964-1969 წლებში გადაიღო. დაწესებულება სანკტ-პაულის რაიონში მდებარეობდა, რომელიც წითელი ფარნების კვარტალსა და ჰამბურგის ღამის ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ რეპერბანის კლუბებში დაიწყეს ასევე საკუთარი მუსიკალური კარიერა ბითლზებმაც. გთავაზობთ ფოტოგრაფის ყველაზე შთამბეჭდავ და ატმოსფერულ ფოტოკადრებს, რომლებიც გასული საუკუნის 60 - იან წლების ჰამბურგში გამოგზაურებთ.9836 შეფასება არ არის |