ქალი და მამაკაცი მასწავლებელმა 14 წლის მოწაფე აცდუნა და თან თავის მოკვლით ემუქრებოდა 2020, 16 ნოემბერი, 13:45 33 წლის ფიზკულტურის მასწავლებელმა როშელ კრესმანმა ტიტუსვილიდან (აშშ) 14 წლის მოწაფე საყვარლად აირჩია.
მასწავლებელი მოწაფის მიმართ არ მალავდა გრძნობებს, შემდეგ აცდუნა კიდეც. . უკანონო ურთიერთობა გაგრძელდა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე. როშელი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად ამ სკოლაში. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, პედაგოგს და მოსწავლეს ინტიმური ურთიერთობა კვირაში ორჯერ ჰქონდათ. როშელს ბიჭი საკუთარ სახლში მიჰყავდა, წერს Daily Mail-ი. ამავე დროს, მასწავლებელი არაერთხელ დაემუქრა ბიჭს, რომ იგი თავს მოიკლავდა ან ზიანს მიაყენებდა მას, თუ ის მოულოდნელად ვინმეს მოუყვებოდა მათი ურთიერთობის შესახებ. თუმცა, სიმართლე მაინც გამოაშკარავდა და მოსიყვარულე მასწავლებელი სამართალდამაცავების ყურადღების ქვეშ მოექცა. ახალგაზრდა ქალს შესაძლო ხანგრძლივი პატიმრობა ელოდა, თუმცა პროკურორებმა გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მხოლოდ 6-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ.2020 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ როშელი 75000 აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ამჟამად განაჩენის გამოტანის მოლოდინშია. სამაგიეროდ მასწავლებლის სახელი შეიტანეს სექს-დამნაშავეთა რეესტრში, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვება. 188 5-ს მოსწონს
|