x
შეჩერებული წამი
ჰო, ასე ვუწოდებ იმ ფოტოებს, რომელთა ყურებაც მართლა რაღაცას ცვლის ჩემში, ცრემლები მადგება და რაღაცაზე მაინც მაფიქრებს.. ამ საიტზე უკვე ბევრჯერ დაიდო ასეთი ფოტოები, მაგრამ ამჯერად ფოტოებს ვდებ, თავისივე პატარა ისტორიებით..


image




ორი ლეგენდარული კაპიტანი პელე და ბობი მური ურთიერთპატივისცემის გამოსახატავად მაისურებს ცვლიან. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, 1970 წელი











image


ვეტერანი, რომელიც ამ ტანკით სამამულო ომში იბრძოდა
.

image

ფილადელფიის პოლიციის გადამდგარ კაპიტანს უოლ-სტრიტის პროტესტში მონაწილეობისთვის აპატიმრებენ. 2011 წელი


image

ძაღლი, სახელად ლეაო, საშინელი მეწყერის დროს დაღუპული პატრონის საფლავთან. რიო-დე-ჟანეირო, 2011 წლის 15 იანვარი

image


კუმანგის მთებთან ოჯახური შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთკორეელი სამხრეთკორეელს ემშვიდობება. 2010 წლის 31 ოქტომბერი. ისინი 1950-1953 წლების ომმა დააშორა

image

იაპონიის ცუნამის შემდეგ. 2011 წელი. ძაღლი შეხვდა პატრონს


image

ბრიტანეთის კოლუმბიის პოლკის მარშის ფოტო. 5 წლის უორენ უაიტი ბერნარდი მამას, რიგით ჯეკ ბერნარდს, ყვირილით გაეკიდა – ”მამა, დამელოდე!”. ფოტომ ფართო აღიარება ჰპოვა - ჟურნალ ” Life”-ში დაიბეჭდა და ბრიტანეთის კოლუმბიის ყველა სკოლების ყველა კედელზე იყო გამოფენილი.
.

image

დედა-შვილი თავიანთ სახლთან, რომელიც ტორნადომ გაანადგურა. კონკორდი, ალაბამას შტატი, 2011 წელი

image


ფრანგი მოქალაქეები მეორე მსოფლიო ომის დროს პარიზში, ნაცისტების შემოსვლის მომენტში
.

image

ტყის ხანძრის დროს მეხანძრე კოალას წყალს ასმევს. ავსტრალია, 2009 წელი
.
image
დაღუპულის მამა მემორიალთან 9/11. ყოველწლიური ცერემონიის დროს, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრთან

image

5 წლის ტაშინა ბლევინი და ურაგან კატრინასგან დაზარალებული 105 წლის ნიტა ლაგარდი

image


ჟურნალისტები, იუნა ლი და ლორა კინგი, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში დააპატიმრეს და 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამერიკის წარმატებული დიპლომატიური ჩარევის შემდეგ ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ.
.
.

image




ახალგაზრდა პაციფისტი ჯეინ როუზ კესმირი პენტაგონში, ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე, 1967 წელი
.

image



ჰელენ ფიშერი კატაფალკს კოცნის, რომლითაც მის 20 წლის ნათესავს, რიგით დუგლას ჰალიდეის, მიასვენებენ


image

სუდანის ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმის რეპეტიციაზე
.

image


ტორნადოს დროს დაკარგული მეგობრების შეხვედრა

4
311
8-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
311
  
2012, 1 სექტემბერი, 15:11
ძალიან კარგი ფოტოებიააა
2012, 24 აგვისტო, 22:46
გაიხარე , ძალიან მაგარი ფოტოებია
2012, 23 აგვისტო, 23:57
ძალიან მაგარი იყო... +1
2012, 23 აგვისტო, 23:02
ავტირდი
0 1 4