საზოგადოება "რომ გაჰკივის ზურა ერთიაო, რომელი ადამიანია ორი? გაგვეშვით თქვენი მახინჯი ღირებულებებით" - ბაია პატარაია 2020, 13 ნოემბერი, 22:32 უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია რეჟისორ ქეთი დოლიძის ფეისბუქსტატუსს ეხმაურება, რომელმაც სოციალურ ქსელში ზურა ყიფშიძეს მხარდასაჭერი პოსტი მიუძღვნა და საზოგადოებას მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა. ცნობისთვის, გუშინდელ საფეხბურთო მატჩს სახელისუფლებო ელიტის გარდა, ასევე მსახიობი ზურა ყიფშიძეც ესწრებოდა, რამაც ფეხბურთის ქომაგთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. პატრაიას თქმით, ყველა ვინც გუშინ სტადიონზე ბლატებით მოხვდა ყველა ნაგავია: "რა გაგვიწყალა გული ამ ქალმა ხან "კუკარაჩათი", ხან რობიკოთი და ხან ზურათი? პატივისცემა დაჟინებული მოთხოვნით არ მოიპოვება. ან რომ გაჰკივის ზურა ერთიაო, რომელი ადამიანია ორი? ტეხავს საკუთარ თავზე შეყვარებულობა. ნუ წაიღეთ ტვინი "სახალხო არტისტებმა". ოდესღაც რაღაც კარგი შეგიქმნიათ, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ქმნით ღირებულს - ჩამორჩით დროს. და იმიტომ კი არ ჩამორჩით, რომ ასაკი მოგემატათ, არა, იმიტომ ჩამორჩით, რომ "წითელ ინწელიგენციას" ვერ გასცდა თქვენი აზროვნება და ღირებულებები, რომლის მიხედვითაც ზურა ყიფშიძე ფეხბურთის გულითად გულშემატკივარზე მეტია. გაგვეშვით თქვენი მახინჯი სავოკური ღირებულებებით: ვინც გუშინ სტადიონზე ბლატებით შევიდა, ყველა ნაგავია! საქართველოში ბლატები, "ნარუშილოვკები" და პრივილეგიები უკვე სირცხვილია!" - დაწერა "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, რომელთანაც ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. თამაში დინამო არენაზე გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მატჩი გულშტემატკივართა გარეშე ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა. ისინი ეროვნულ ნაკრებს სტადიონის გარეთ გულშემატკივრობდნენ. ახლა კი, გთავაზობთ ქეთი დოლიძის სტატუსის სქრინშოტს, რასაც ბაია პატარაიას პოსტი მოჰყვა.65 1-ს მოსწონს |