x
image
alex999
ოჯახმა დაჭრილი პატარა მელია გადაარჩინა... ნახეთ როგორ უპასუხა ცხოველმა ამ სიკეთეს შემდეგში...

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ რეალურ ისტორიაზე, რომლის მიხედვითაც კეთილშობილმა ოჯახმა დაჭრილ პატარა მელიის სიცოცხლე გადაარჩინა. რათქმაუნდა ის უფრო სიანტერესოა, თუ რით უპასუხა მელამ ამ სიკეთეს შემდეგში...


image






წყვილს(ჯულსი და ენდი) ქალაქში რთული სამუშაო გრაფიკი აქვს. თითქმის ყოველი კვირის ბოლოს ისინი ქალაქ გარეთ გადიან, რათა სუფთა ჰაერით დატკბნენ. ერთ-ერთ კვირა დღეს, სოფელში ქალიშვილიც გაიყოლეს. ეს სოფელი ის ადგილია, სადაც ჯულსმა ბავშვობა გაატარა. მისი ბებია-პაპა ამ სოფელში ცხოვრობდა, შესაბამისად მათგან მემკვიდრეობით სახლიც დარჩა. ქალაქიდან 2 საათის მოშორებით მდებარე სოფელში მოგზაურობა დამღლელი იყო, თუმცა მოულოდნელად ქალბატონ ჯულსის მეუღლემ, ენდიმ ავტომობილი სწრაფად დაამუხრუჭა...


ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, მათ დაინახეს ტალახში დავარდნილი მელა, რომელიც სიცოცხლეს ეჭიდებოდა, წყვილის დასკვნით, ის სხვა ავტომობილს უნდა გაეტანა და სასიკვდილოდ გაეწირა. ამაზე განრიხებულმა წყვილმა დაიწყო ფიქრი, თუ როგორ გადაერჩინა მელა. ყველაფერი კი მათმა ქალიშვილმა შეცვალა... გოგონას მელია მალევე შეუყვარდა და მშობლებს მისი გადარჩენა სთხოვა, ჯულსმა მელა საბანში დიდი სიფრთხილით გაახვია და სოფელში გაიყოლა.


image




სოფელში მისვლისთანავე ენდიმ ექიმს მიაშურა, თუმცა მისგან დახმარებაა ვერ მიიღო, რადგან ვეტ-ექიმი ამ სოფელში არ იყო. რამოდენიმე საათში მან გამოიძია ადგილობრივი მოხუცი, რომელიც ბუნებრივი საშუალელებით მკურნალობდა ადამიანებსა და ცხოველებს. მოხუცმა წყვილი და სიკვდილის პირას მყოფი მელა თბილად მიიღო და მათ შეუთვალა: "ახლა 3 ლიტრა სუფთა წყალი მომიტანეთ და წადით სახლში, 3 დღის შემდეგ უკან დაბრუნდით..."



პატარა გოგონას წასვლა არ სურდა, ის თვლიდა, რომ მელა მარტო არ უნდა დაეტოვებინა. გოგონას საქციელიდან გამომდინარე მოხუცმა მის მშობლებს უთხრა: "ამ გოგონას და მელიას შორის ძალიან დიდი კავშირია. თუ ცხოველი გამოჯანმრთელდა, მაშინ ის ველურ სამყაროში არ უნდა გაუშვათ, რადგან მას ის ძალა აღარ ექნება, რომ ნადირობით ირჩინოს თავი..."


image




3 დღის შემდეგ, წყვილმა მოხუცი მოინახულა. აღმოჩნდა, რომ მელია მართლაც კარგად გამოიყურებოდა და გადაწყვიტეს მოხუცის რჩევების გათვალისწინება. ის წაიყვანეს თავისთან სახლში, დაარქვეს სახელი რეი(მამრი იყო). ამ გადაწყვეტილებით ყველაზე ბედნიერი მათი ქალიშვილი იყო, რომელიც სკოლის შემდეგ დროის უმეტესობას მელას უთმობდა. დროსთან ერთად რეი ოჯახს უფრო ეგუებოდა. თუმცა იყო მომენტები, როდესაც ის აგრესიული ხდებოდა, რაზეც ჯულსი ცხოველს ყვირილით პასუხობდა.


image



წყვილმა ერთ კვირა დღეს სოფელში რეიც გაიყოლეს, კერძო სახლს საკმაოდ დიდი ეზო ჰქონდა და მათი ქალიშვილიც მელასთან კარგად ერთობოდა. მოულოდნელად, ჯულსმა დაინახა თუ როგორ გადაახტა მელია პატარა გოგონას... შეშინებულმა დედამ მორთო წივილი და გავარდა გარეთ... აი აქ მოხდა ზუსტად ის, რაც მოხუცმა უწინასწარმეტყველა წყვილს: "თქვენს ქალიშვილსა და ამ მელიას შორის რაღაც ძლიერი კავშირია".



გოგონას მშობლებმა დაინახეს მელია, რომელსაც კბილებით უკვე მკვდარი, შხამიანი გველი ჰყავდა დაჭერილი. როგორც მოგვიანებით დადგინდა გველი გოგონასგან მხოლოდ ერთი მეტრის მოშორებით იყო, როდესაც ის მელამ შენიშნა და მოკლა. ისიც დადასტურდა, რომ იმ შემთხვევაში თუ გველი მოახერხებდა გოგონას კბენას, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ასე უპასუხა მელიამ ოჯახს, რომლებმაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს. რეიმ კიდევ რამოდენიმე წელი იცოცხლა და საბოლოოდ სოფელში, სახლის ეზოს წინ მდებარე ხის ძირში დაიღუპა.




























აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!


სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



სტატისტიკა არ იტყუება: რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე მკვლელი?

image


17 ცრურწმენა და ტრადიცია, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი

image


ერთი მეომარი არმიის წინააღმდეგ! - მებრძოლები, რომლებმაც ისტორია დაწერეს...

image


5 რამ, რაც ჩინელებმა ჭკვიანურად დააკოპირეს!

image


ქალბატონმა 2000 დოლარად იყიდა მიტოვებული თვითმფრინავი... ნახეთ შემდეგში რად გადააქცია...

image


მეცნიერების მიერ აღმოჩენილი 5 ახალი სახეობა!

image


მამაკაცს ინტერნეტით გაცნობილი შეუყვარდა... როდესაც მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, ნამდვილი შოკი მიიღო!

image


მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 5 ფრინველი

image


დაუბანელი, მოუვლელი და კიდევ სხვა... - ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს თავის მოვლაზე!

image


6 დაუჯერებელი გარეგნობის ქალბატონი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

image




0
1223
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0