სისხლის სამართალი დედამ ორი ქალიშვილი მოკლა მას შემდეგ,როდესაც უყურა ფილმს ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაზე 2020, 12 ნოემბერი, 15:02
დაკითხვის დროს ახალგაზრდა ქალი ამტკიცებდა, რომ შვილები არასდროს ჰყოლია.
ლას – ვეგასის პოლიციამ დააკავა ამანდა შარპ – ჯეფერსონი, რომელმაც მოკლა ორი საკუთარი ქალიშვილი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ ფილმის ნახვის შემდეგ.. ტრაგედიის შესახებ პოლიციას ქალის ქმარმა აცნობა, რომელმაც სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვების ცხედრები აღმოაჩინა. მისივე თქმით, ამანდამ ქალიშვილები აბაზანაში ჩაახრჩო, შემდეგ კი ცხედრები საწოლში ერთმანეთზე დააწყო. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა იქვე იპოვნეს მოკლული ბავშვები, რომლებიც იდენტიფიცრებული იყვენენ როგორც ლილი და როუზ სინგლტონი. აღინიშნა, რომ პირველადი დაკითხვის დროს, პოლიციამ სცადა გაერკვია, რა მოხდა სახლში, მაგრამ დედა საუბარს თავს არიდებოდა და მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რა ღირდა ბავშვების ორგანოები. ამავე დროს, უკვე შემდგომი დაკითხვის დროს, მან განაცხადა, რომ მას არ ჰყავდა შვილები და ყველა ნივთმტკიცება, მათ შორის საბავშვო ეტლები და საწოლები, "შემოუგდეს". პოლიციის განცხადებით, ქალი უარყოფდა რაიმე ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მიღებას, თუმცა ბინაში მარიხუანა იპოვეს. მამამ ჯეიკვონ სილგტონმა პოლიციას გაუნცხადა, რომ სანამ ის სახლიდან გავიდოდა ყველაფერი რიგზე იყო და ცოლზე რაიმე არაჩვეულებრივი არ შეუნიშნავს. სასამართლო 24 ნოემბერს არის დანიშნული. 335 4-ს მოსწონს
|