საქართველო თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრად?! 2020, 11 ნოემბერი, 17:48
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი 2012 წლიდან უცვლელადაა იუსტიციის მინისტრი. ის პოლიტიკაში 2010 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც შეუერთდა პოლიტიკურ პარტია “ჩვენი საქართველო – დემოკრატიული საქართველო"-ს. ის გახლდათ აღნიშნული პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, მოგვიანებით კი თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.2012 წლის 1 ოქტომბრისს არჩევნების შედეგად კი თეა წულუკიანი კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"- დან ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. 2012 წლის 25 ოქტომბერს კი იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თეა წულუკიანი “ქართული ოცნების" სიაში რიგით მეოთხე იყო. გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციის ნამდვილობის შემთხვევაში, ჯერ არ გაჟღერებულა რა ბედი ეწევა ამჟამინდელ პრემიერ-მინიტრს გიორგი გახარიას და ვინ დაიკავებს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას. 246 2-ს მოსწონს
|