სხვა უნდა მივირთვათ თუ არა ბროკოლი და რატომ? 2020, 11 ნოემბერი, 14:35 ბროკოლთან დაკავსირებით მოსახლეობის შეხედულება ორ ნაწილადაა გაყოფილი. ბევრმა იცის მისი კვებიტი ღირებულება, აქედან გამომდინარე ცდილობენ ხშირად თუ ვერა იშვიათად მაინც მიირტვან იგი. მის შეძენას მოსახლეობა ყოველდღიურად ვერ ახერხებს, ვინაიდან იგი არც ტუ ისე იაფი ღირს, გამსაკუთრებიტ სეზონზე.
ბროკოლს მრავალნაირი ფორმით მიირტმევენ. ზოგი მისგან ამზადებს წვნიანებს, ხოგი კრემ სუპებს, ზოგი წვავს და სხვა. თუმცა, როგორც არ უნდა მივირთვათ იგი ჩვენი ორგანიზმისატვის აუცილებელი და ძალიან სადარგებლოა, ვინაიდან იგი სავსეა ვიტამინებით.
საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის, რომ მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას მისი სასარგებლო ნივთიერებების 80% იკარგება. ხარშვისას – ნახევარზე მეტი. ორთქლში ჩაშუშვისას მხოლოდ 5-6%. აქედან გამომდინარე ნატლად ცანს, როგორ უნდა მოვამზადოტ იგი ისე, რომ მაქსიმალირად შევუნარჩუნოთ სასარგებლო თვისებები.
ბროკოლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 28 კკალორიაა. მოხარშულში – 35 კკალორია. გაყინულის – 23 კკალორია
იგი შეიცავს ვიტამინებს C, A, B1, PP, B2, კალიას, რკინას, ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, მარგანეცს, იოდს. ასევე რიბოფლავინს, მეტიონინს, ქოლინს, ტიამინს. ბროკოლი აძლიერებს იმუნიტეტს და გამოყოფს ნივთიერებას (იზოციანინი), რომელიც ებრძვის კიბოს უჯრედების გავრცელებას. ის არ კურნავს კიბოს მაგრამ პეგულარული მოხმარების შემთხვევაში ახდენს მის პროფილაკტიკას. ბროკოლი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნერვული აშლილობები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პოდაგრა. ის ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისაგან და ეხმარება ძარღვების კედლების დაცვას. ასევე მასში შემავალი სულფარაფანი კლავს ზიანის მომტან ბაქტერიებს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ეხმარება კანს აღდგენაში. ბროკოლი მდიდარია რკინით და ფოლიუმის მჟავით. ის ძალიან სასარგებლოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კიბოს უჯრედების განვითარებას აფერხებს. ბროკოლს აქვს არა მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ ასევე ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ეფექტურია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, არის დამამშვიდებელი, გამხსნელი და ნაღვლმდენი საშუალება. ბროკოლი ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აფერხებს ქოლესტერინის დაგროვებას ორგანიზმში. ასაკობრივი პიგმენტაცია და ნაოჭები ვიტამინ C-ს ნაკლებობისგან ჩნდება. ბროკოლი ამას კომპენსაციას უკეთებს. ის, ასევე, აფერხებს ანთებით პროცესებს. ბროკოლი მდიდარია უჯრედისით (ნედლი პროდუქტის 100 გრამზე 2, 6 გრამი). ის წმენდს ნაწლავებს, აწესრიგებს მის მუშაობას. აქვს გამხსენლი ეფექტი და მისი რეგულარული მიღებით შესაძლებელია ქრონიკული შეკრულობისგან გათავისუფლება. გაითვალისწინეთ: მისი მიღება ნედლი ან შემწვარი სახით არ შეიძლება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას, გასტრიტისა და წყლულის დროს. როდესაც ექიმის მიერ დანიშნული გაქვთ დიეტა, რომელიც უხეში უჯრედისის მიღებას გამორიცხავს. ბროკოლის შეწვისას გამოიყოფა კანცეროგენები და ორგანიზმში გროვდება, ამიტომ რჩევაა – არ შეწვათ ის ბევრი რაოდენობის ცხიმში და მაღალ ცეცხლზე. 116 2-ს მოსწონს
|