x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Playboy-ის მოდელს თვითმფრინავის სალონიდან გაძევებას უპირებდნენ ღრმა დეკოლტეს გამო(ფოტო)
image



გოგონა თვითმფრინავის ბორტზე იმავე ფორმაში ავიდა, რითაც ის ხშირად ჩნდება თავის ინსტაგრამზე.


26 წლის Playboy-ის მოდელმა ევა მარიმ უსიამოვნო ინციდენტზე ისაუბრა, რამაც მძიმედ იმოქმედა მის გრძნობებზე.


გოგონამ თქვა, რომ როდესაც Southwest Airlines- ით შვიდი წლის შვილთან ერთად აპირებდა ოკლაჰომაში გაფრენას (ტეხასი აშშ), ბორტზე ასვლის შემდეგ ეკიპაჟის წევრები მიუახლოვდნენ და უთხრეს, რომ თუ გოგონა არ შეიცვლიდა სამოსს, მას თვითმფრინავიდან ჩამოაგდებდნენ.



სავარაუდოდ, მისი აშკარად ღრმა დეკოლტიანი ლეოპარდიანი პრინტის სამოსი ეწინააღმდეგება კომპანიის ჩაცმულობის დრეს-კოდს.

image

თუმცა ევას აზრით მის ჩაცმულობაში არაფერი იყო უხამსი, რის გამოც განაწყენებული და შეურაცხყოფილი დარჩა, წერს Mirror-ი.


"ისინი მემუქრებოდნენ, რომ რეისიდან მომხსნიან, თუ არ ტანსაცმელს არ გადავიცვამდი. თავს დამცირებულად, უხერხულად და ღრმად განაწყენებული ვგრძნობდი"


ერთ-ერთმა სტიუარდესამ გადაწყვიტა დახმარებოდა მგზავრს და მისცა პიჯაკი, რათა გოგონას დაეფარა აფუებული მკერდი, რომელიც ღრმა დეკოლტედან "ანათებდა". მან ასევე ურჩია მოდელს ჩამოსვლისთანავე დაკავშირებოდა ავიაკომპანიის წარმომადგენლებს. შედეგად, მოდელს ბოდიში მოუხადეს და ფასდაკლების ბარათიც მისცეს.

image

0
231
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0