სხვა "ქარიშხალში გაცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ"- უილიამ შექსპირი 2020, 10 ნოემბერი, 16:09 "ზოგჯერ ჩვენს დიდ დანაკარგშიც ვპოვებთ სულიერ სიმშვიდეს, ხან კი ჩვენს მონაპოვარს მწარედ დავტირით.
"ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით." ![]() "სიბრძნე და სისულელე ისევე ადვილად გადმოგედება, როგორც დაავადება. ამიტომაც, კარგად შეარჩიე შენი მეგობრები." "ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს." "სიყვარული გაურბის იმას, ვინც მას მისდევს, ხოლო ვინც სიყვარულს გაურბის, მას კისერზე ეკიდება." "უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი." "ქარიშხალში გაცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ." "არა- სულელი ის არის ვისაც სჯერა მორჩილება მგლისა, ალერსი ცხენის წიხლისა, ტრფიალება ბავშვისა და ფიცი უნამუსო დედაკაცისა." "უსულობის ნიშანი არ არის მდუმარება, ქუხს მხოლოდ ის, რაც შიგნიდან ცარიელია ." "რა მძიმე ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა, როცა შენი საკუთარი არ გაგაჩნია." ![]() 69 1-ს მოსწონს
|