შოუბიზნესი ცნობილი ადამიანების 5 ყველაზე საშინელი საიდუმლო, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ 2020, 10 ნოემბერი, 16:49 ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ფობიები, შიშები, ცხოვრებისეული ისტორიები რომელთა შესახებაც დუმილს ვარჩევთ, თუმცა ეს ისტორიები სულაც არ არის სამარცხვინო. უბრალოდ ყველა ადამიანს აქვს პირადი საიდუმლო და სულაც არა არის საჭირო მის შესახებ ყველამ, ყველაფერი იცოდეს. ვარსკვლავებს, ისევე როგორც ჩვენ, ასევე აქვთ თავისი საიდუმლოებები, და რომ არა ალბათ, მედიის წარმომადგენლები, მათ შესახებ ჩვენც ვერასდროს ვერაფერს შევიტყობდით. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ვარსკვლავების 5 ყველაზე შოკისმომგვრელ საიდუმლოს, რომელთა შესახებ შესაძლოა აქამდე არაფერი იცოდით.შარლიზ ტერონი - საიდუმლო: მსახიობი საკუთარი მამის მკვლელობას შეესწროშარლიზი დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტების მიერ მამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხობდა რომ ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა, შემდეგ კი საუბრის თემას ცვლიდა. მსახიობს არასდროს სურს საკუთარ ბავშვობაზე საუბარი, ვინაიდან ის მართლაც რომ ტკივილით სავსეა. მომავალი მსახიობის დედამ ქმარს პატარა შარლიზის თვალწინ ესროლა. როგორც ცნობილია, იოჰანესბურგის ფერმაში გოგონას ოჯახს სირაქლემას ფერმა ჰქონდა. მამა სახლში ხშირად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ბრუნდებოდა და ცოლსა და პატარა ქალიშვილს ყოველთვის ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ერთხელ მთვრალმა კაცმა ჩახმახს ხელი მაინც გამოკრა, თუმცა გოგონას დედამ ბოლო მომენტში, მისთვის იარაღის წართმევა მოახერხა, დედა- შვილი გადარჩა, თუმცა აი, მომავალი ვარსკვლავის მამას ნაკლებად გაუმართლა.ჯეკ ნიკოლსონი - საიდუმლო: მსახიობის დედა მისი ბებია აღმოჩნდაცნობილი მსახიობი მამის გარეშე იზრდებოდა. ჯეკს ორი ქალი ზრდიდა: დედა და უფროსი და. ვარსკვლავის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა, რაც გაიგო რომ მისი და, სინამდვილეში მისი ბიოლოგიური დედა, ხოლო ის, ვისაც წლების განმავლობაში დედად მიიჩნევდა, სინამდვილეში - ბებია იყო. ნიკოლსონის ოჯახი ამ შოკისმომგვრელ სიმართლეს დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა, და რომ არა ჟურნალი "Time"-ი ალბათ, მსოფლიო ამის შესახებ ვერც ვერასდროს გაიგებდა. 1976 წელს გამომცემლობამ შეძლო გაერკვია, რომ ჯეკის დედა, რომელიც თავს მის დად ასაღებდა, ღამის კლუბში სტრიპტიზიორად მუშაობდა, სადაც მალევე დაფეხმძიმდა, გოგონამ მშობიარობისთანავე ახალშობილი გასაზრდელად დედას ჩააბარა. ორივე მათგანმა კი ჩვილის გარშემო ერთგვარი ლეგენდა შეთხზეს და მას მრავალი წლის განმავლობაში სინამდვილედ ასაღებდნენ. მსახიობმა სიმართლე მხოლოდ 37 წლის ასაკში შემთხვევით, ჟურნალში სიახლეების გაცნობის დროს შეიტყო. სხვათა შორის, სტატია არა მხოლოდ ლეგენდარულმა მსახიობმა წაიკითხა. მის ბიოლოიურ მამობაზე პრეტენზიას ერთდროულად ორი მამაკაცი აცხადებდა, რომლებიც ჯეკთან შეხვედრას ყველანაირად ცდილობდნენ, თუმცა მსახიობმა კატეგორიული უარი არა მხოლოდ მათთან შეხვედრაზე, არამედ დნმ-ის ტესტის ჩატარებაზეც განაცხადა.ოპრა უინფრი - საიდუმლო: ტელეწამყვანმა 14 წლის ასაკში იმშობიარაჟურნალ "Forbes"- ის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი ადრეულ დედობას 20 წლის განმავლობაში მალავდა. სიმართლე საზოგადოებისთვის ცნობილი ოპრას ხარბი დის "წყალობით" გახდა. ქალმა საიდუმლო საკმაოდ მოკრძალებულ ფასად - 19 000 დოლარად გაყიდა. როდესაც ოპრას მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ და დედამ სახლში მეგობარი მამაკაცი მიიყვანა, გოგონამ ეს ფაქტი მისი მხრიდან, ღალატად ჩათვალა. ჭორების თანახმად, მამინაცვალი გოგონას ცუდად ექცეოდა, სცემდა და აუპატიურებდა. არასრულწლოვანი სახლიდან მუდმივად გარბოდა, 14 წლის ასაკში კი დაორსულდა კიდეც. ოპრას ახალშობილი დღენაკლული დაიბადა და ერთ კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა.ტელეწამყვანმა დის ღალატი საკმაოდ მძიმედ გადაიტანა: "თითქოს ზურგში დანა ჩამარტყეს. მზად ვიყავი იმისთვის, რომ ყველა ჩემსკენ თითს გამოიშვერდა და ზურგს უკან გამჭორავდა, თუმცა შოკირებული ვიყავი იმით რომ არავინ განმსაჯა." - განაცხადა ცნობილმა ტელეწამყვანმა.ანჯელინა ჯოლი - საიდუმლო: მსახიობის შვილები მისმა ყოფილმა საყვარელმა მონათლაანჯელინას ყოველთვის საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. სხვადასხვა წლებში ვარსკვლავი ურთიერთობაში არა მხოლოდ მამაკაცებთან, არამედ ქალებთანაც იმყოფებოდა. ბრედ პიტთან შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე მას რომანი წარმოშობით იაპონელ მსახიობთან და მოდელთან ჯენი შიმიცუსთან ჰქონდა. გოგონებს შორის არსებული სასიყვარულო ურთიერთობა თანდათან მეგობრულში გადაიზარდა: საბოლოოდ კი, სწორედ ჯენი გახდა სელებრითის ტყუპი შვილების - ვივიენისა და ნოქსის ნათლია. ენჯის ეს გადაწყვეტილება არც მსახიობის მაშინდელ მეუღლეს ბრედ პიტს გაუპროტესტებია.ვუდი ალენი - საიდუმლო: რეჟისორი საკუთარი გერზე დაქორწინდა"ჩემი წყევლა და ბედნიერება" - ასე შეაფასა ცნობილმა რეჟისორმა 1992 წელს მის გარშემო ატეხილი სკანდალი. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რომ ვუდის ოფიციალურმა მეუღლემ მია ფეროუმ, მეუღლის მაგიდის უჯრაში შემთხვევით მისი არასრულწლოვანი ნაშვილები ქალიშვილის სუნ ი პრევინის ფოტო აღმოაჩინა. მიამ მაშინვე მოკიდა სამივე შვილს ხელი და ალენის ბინა დატოვა. წყვილი დაშორდა, თუმცა რეჟისორის გრძნობები მისი გერის მიმართ არც დროთა განმავლობაში განელებულა. ლეგენდარული რეჟისორი დაელოდა სანამ სუნ ი პრევინი სრულწლოვანი გახდებოდა, რის შემდეგაც წყვილი დაქორწინდა. "მე ვხვდებოდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ ასეთი ბედნიერება არცერთ ქალთან არ განმიცდია, " - განმარტავს საკუთარ საქციელს რეჟისორი. სუნ ი პრევინი და ვუდი ალენი 1997 წლიდან განუყრელად ერთად არიან. გოგონა თავის მეუღლე - მამაზე 35 წლით უმცროსია.2196 1-ს მოსწონს |