პარამეცნიერებები რა გავლენას ახდენს ტელეფონის ნომერი ჩვენს ცხოვრებაზე 2020, 10 ნოემბერი, 11:54 ნუმეროლოგიის თანახმად, ციფრები მხოლოდ ჩვენს ხასიათზე კი არ მოქმედებენ, არამედ, იმ მოვლენებსაც განსაზღვრავენ, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება. შესაძლებელია, თქვენი ტელეფონის ნომერი იყოს იმის მიზეზი, რომ ბიზნესში წარმატებას ვერ მიაღწიეთ, ან პირადი ცხოვრება არ აგეწყოთ... გაიგეთ, რა შინაარსის მატარებელია თქვენი ტელეფონის ნომერი და თითოეული ციფრი.
გაეცანით თითოეული ნომრის მნიშვნელობას: 1 - საუკეთესო ნომერია ბიზნესმენების და კარიერისტებისთვის. თუმცა, არც ისე იღბლიანია მათთვის, ვინც თავის მეორე ნახევრის ძიებაშია. 2 - ეს ნომერი რომანტიზმის მატარებელია და იდეალურად ერგება ადამიანებს, ვინც სიყვარულზე ოცნებობს და ასევე, კარგია ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. 3 - მწერლებისთვის და იმ ადამიანებისთვის არის, ვისი სამუშაოც ამბების შეთხზვას უკავშირდება. მაგრამ, თუ პიროვნება ამბიციურია და გარკვეული მიზანი აქვს, უმჯობესია, სხვა ნომერი აირჩიოს. 4 - სტაბილურობის და საიმედოობის ნომერია და ამიტომ, რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც საბანკო სექტორთან ან ისეთ ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული, რომლის საფუძველი ნდობაზე და რეპუტაციაზე არის აგებული. ამ ნომრის არჩევა დიდი ოჯახის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ. 5 - ამ ნომრის მფლობელები ნებისმიერ რამეს უნდა ელოდონ ცხოვრებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ის მარტოხელა, თავისუფლების და მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის არის რეკომენდებული. 6 - საუკეთესო ნომერია დაოჯახებული ადამიანებისთვის. კარგია ის ბიზნესით დაკავებულებისთვისაც. ხოლო, მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, უკეთესია, თუ სხვა ნომერს აირჩევენ. 7 - ძალიან ძლიერი და გარკვეულწილად, მაგიური ნომერია, რომელიც მოსწავლეებისთვის და მოაზროვნეებისთვის არის რეკომენდებული. 8 - ძალიან იღბლიანი ნომერია ბიზნესმენებისთვის, – ის ფულს მაგნიტივით იზიდავს. ასევე კარგია 8-იანი ამბიციური ადამიანებისთვის, რადგან დადებითად მოქმედებს კარიერაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე. 9 - ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ნომერია! მისი მფლობელები ხშირად ხდებიან ფორტუნის რჩეულები. მაგრამ, ის ამავდროულად, არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არხის სხვა სიახლეები:
* 2. 10 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა * 3. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა * 5. დედამიწის სიღრმეში ორი უძველესი კონტინენტი აღმოაჩინეს 725 5-ს მოსწონს
|