სისხლის სამართალი YouTube-ს ბლოგერმა თავის ორი ახალშობილი ბავშვი მოკლა 2020, 9 ნოემბერი, 18:13
სამხრეთ კაროლინას სასამართლომ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ერთ დროს წარმატებულ YouTube ბლოგერს, 32 წლის ალისა ენ დეივლოტს.(Alyssa Anne Dayvault)
იგი გაასამართლეს საკუთარი ახალშობილი ბავშვების ორმაგი მკვლელობის გამო. გამოძიების თანახმად, 2017 წელს ქალმა ბავშვი გააჩინა სახლში, შემდეგ კი მაშინვე მოისროლა ნაგავში, სადაც ჩვილი რა თქმა უნდა დაიღუპა. მომდევნო წელს დეივოლტი კვლავ დაფეხმძიმდა, იმშობიარა და მკვლელობა ანალოგიურად გაიმეორა. დანაშაული შემთხვევით გამოაშკარავდა. მეორედ სახლში მშობიარობის შემდეგ ქალს სისხლდენა დაეწყო, რის გამოც ბლოგერმა დახმარებისთვის ექიმებს მიმართა და ისინიც, უმალ დაეჭვდნენ დ აპოლიციას მიმართეს, რადგან რაღაც რიგზე ვერ იყო, რადგან ქალს ახლადნამშობიარების ნიშნები ჰქონდა, თუმცა ბავშვი არსად ჩანდა. აღსანიშნავია, რომ ალისა ენ დეივოლტმა პოპულარობა კოსმეტიკისა და მაკიაჟისადმი მიძღვნილი ბლოგის წყალობით მოიპოვა. ახალგაზრდა ქალს უკვე ჰყავდა ორი ქალიშვილი, რომლებსაც ხშირად იღებდა ვიდეოებში საკუთარი YouTube არხისთვის. განაჩენის გამოტანის შემდეგ, დეივოლტმა შვილებს ბოდიში მოუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი "ერთ დღესაც აპატიებენ მას". 48 3-ს მოსწონს
|