წაიკითხეთ კვირის ჰოროსკოპი და გაიგეთ, რა გელოდებათ 9-16 ნოემბერის ჩათვლით ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
.
ვერძი
ძველი მეგობრები ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევენ. მათი მხარდაჭერა ძალიან გაგახარებთ – იმიტომაც, რომ ამას არ ელოდით. და თქვენთვის სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი იქნება ის, რომ თურმე ერთ-ერთ მათგანს დიდი ხანია უყვარხართ, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში თავის გრძნობებს არ ამხელდა.
სასიკეთო დღეები: 10, 12
არასასიკეთო დღე: 9.
.
კურო
ნებისმიერი უარყოფითი ინფორმაცია კალაპოტიდან ამოგაგდებთ და შეიძლება თქვენი საბრძოლო სულისკვეთება ჩაახშოს. ამ დროის განმავლობაში უფრო ძლიერ იქნებით ეჭვისა და შფოთვისკენ მიდრეკილი, ვიდრე ოდესმე. შეეცადეთ არ დაითრგუნოთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 10.
.
ტყუპი
მოგიწევთ ბრძოლა თქვენი შრომის ანაზღაურების მისაღებად. სავარაუდოდ, შეიძლება ინტერესთა კონფლიქტიც კი წარმოიშვას რომელიმე კოლეგასთან ან კონკურენტთან, მაგრამ თქვენთვის მოულოდნელად წარმატებას მიაღწევთ, თავდაჯერებულობისა და ენერგიის ნაკლებობის მიუხედავად.
სასიკეთო დღეები: 10, 13.
არასასიკეთო დღე: 9.
.
კირჩხიბი
მივლინებები და საქმიანი ვიზიტები ახლა მაინცდამაინც სასურველი არ არის, თუმცა, თუ იძულებული ხართ მნიშვნელოვანი საქმის გამო იმოგზაუროთ, ნურაფრის გეშინიათ – ყველაფერი ისე ცუდად არ ჩაივლის, როგორც ფიქრობთ, მეტიც, საბოლოო ჯამში მოგზაურობამ შეიძლება წარმატება მოგიტანოთ.
სასიკეთო დღეები: 10, 14.
არასასიკეთო დღე: 9
.
ლომი
დაოჯახებული ლომები უკვე დიდი ხანია მიჩვეულები არიან, რომ ყოველთვის ყველაფერს განკარგავენ, ამიტომ თუ ამ პერიოდში მოულოდნელად გაგიჩნდებათ რემონტის, ავეჯის გადაადგილების ან ახალი ავეჯის შეძენის იდეა, წინააღმდეგობას არავინ გაგიწევთ.
სასიკეთო დღეები: 12, 14.
არასასიკეთო დღე: 10
.
ქალწული
ამ კვირაში პლანეტების პოზიცია შეარბილებს თქვენს სიამაყეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალ ადამიანს ეძებთ, მაგრამ არსებულ თაყვანისმცემლებთან (ან სტაბილურ ურთიერთობებში) ყველაფერი ბევრად უკეთესი და ჰარმონიული გახდება.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 13
.
სასწორი
პლანეტების ასპექტების წყალობით, დიდი ძალა და ენერგია გექნებათ, რომელსაც სიამოვნებით გაუზიარებთ სხვებს. მნიშვნელოვანი მომენტი: თქვენი ენთუზიაზმი იმდენად მაღალი იქნება, რომ ყველა დაავადებისა და შეუძლოდ ყოფნისგან დაგიცავთ.
სასიკეთო დღეები: 9, 14.
არასასიკეთო დღე: 11
.
მორიელი
ნებისმიერი სახის დაპირისპირება საქმიან და პირად პარტნიორებთან ვერ გაიძულებთ, რომ უკან დაიხიოთ. პირიქით, იმდენად დამაჯერებელი იქნებით, რომ ფაქტობრივად ყველას აიძულებთ, დაეთანხმონ თქვენს მოსაზრებას. ბრავო, ორატორული ხელოვნების ნამდვილი ოსტატი ხართ!
სასიკეთო დღეები: 12, 14.
არასასიკეთო დღე: 9
.
მშვილდოსანი
ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზულად შეგაშინებთ დაუფარავი ვალის პერსპექტივა. შესაძლოა ბანკის აქტიური თანამშრომლებიდან ვინმემ მოგმართათ. არ ინერვიულოთ, სესხის გადახდას შეძლებთ და გულმშვიდად გააგრძელებთ ჩვეულ საქმიანობას.
სასიკეთო დღეები: 11, 12.
არასასიკეთო დღე: 9
.
თხის რქა
ვარსკვლავები ამ პერიოდში კიდევ უფრო გახსნილ და კომუნიკაბელურ ადამიანად გაგხდიან. გამოიყენეთ ეს თქვენს სასარგებლოდ – რაც შეიძლება ხშირად შეხვდით ძველ მეგობრებს თბილ და მშვიდ ატმოსფეროში.
სასიკეთო დღეები: 9, 14.
არასასიკეთო დღე: 11
.
მერწყული
პლანეტების პოზიციიდან გამომდინარე იგრძნობთ, რომ ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ. ვარსკვლავები გიბიძგებენ, რომ შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობები ეძებოთ. შესანიშნავი განლაგებაა – ყველაფერი გამოგივათ! ერთადერთი რჩევა: ზუსტად მიჰყევით გაწერილ გეგმას.
სასიკეთო დღეები: 9, 11.
არასასიკეთო დღე: 13
.
თევზები
გამორიცხული არ არის, მოულოდნელად სევდა შემოგაწვეთ, რაც ადამიანების მიმართ იმედგაცრუებით იქნება გამოწვეული. და აი პარადოქსი – სწორედ ადამიანები დაგეხმარებიან, თავი დააღწიოთ ამ სიტუაციას. ეს ადამიანები მეგობრები და საყვარელი ნათესავები იქნებიან.
სასიკეთო დღეები: 10, 14.
არასასიკეთო დღე: 9
.
.
როგორი იქნება 9 ნოემბერი, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ და რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელი დღის შესახებ, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს.
.
დღის ჰოროსკოპი
.
საერთო დაძაბულობის ფონზე არ ღირს აგრესიის გამოვლენა, კოლეგებთან დაპირისპირება და საქმის გარჩევა, გარისკვა და დაუფიქრებლად მოქმედება. მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, არ აჰყვეთ პროვოკაციას, რადგან ადამიანები მაქსიმალურად ეცდებიან ერთმანეთის შეგნებულად გაღიზიანებას.
.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ხელშეკრებულებების გაფორმება და ფინანსური ოპერაციების განხორციელება, სესხის აღება და ბინის შეცვლა, პრეტენზიების გამოთქმა და ხელმძღვანელებისთვის საკუთარი პირობების წაყენება.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს, ელენთას, გულს და ხერხემალს, მოერიდეთ სიმძიმის აწევას. თავი შეიკავეთ ცივი და გამაგრილებები სასმელის მიღებისაგან.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. პრობლემების დაძლევა მოუწევთ კირჩხიბს და ქალწულს.