x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
D ვიტამინის ნაკლებობა კორონავირუსის დამძიმებას იწვევს-მეცნიერთა დასკვნა

image

მიუხედავად ამისა, სრული კვლევებისთვის დრო არის საჭირო.


D ვიტამინის უკმარისობა შეიძლება გახდეს კორონავირუსული ინფექციის უფრო მძიმედ მიმდინარეობის მიზეზი. გაზეთ Express-ის ცნობით, სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა ბრიტანელ ექიმთა ჯგუფი.


”D ვიტამინის დეფიციტი არის დომინანტური რისკი კორონავირუსით დაავადებულებში”, - თქვა ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა, დოქტორმა გარეტ დევისმა. (Gareth Davies )



CoViD-19 -ის ინფექციისა და სიკვდილიანობის სტატისტიკის შესწავლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ იმ რეგიონებში, სადაც არის D ვიტამინის სეზონური დეფიციტი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების შედეგად წარმოიქმნება, უფრო ხშირად აღინიშნება კორონავირუსის მძიმე ფორმის შემთხვევები.




ექიმების აზრით, ვიტამინი D ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის, რადგან ის იცავს სხეულს ინფექციისგან. კორონავირუსი ACE2 ცილას გამოფიტვას იწყებს ( CoViD-19 -ის ეკალი უჯრედების ზედაპირში აღწევს) და იწვევს ციტოკინურ ქარიშხალს, (ციტოკინი -ცილა, რომლის ფუნქციაა უჯრედებს შორის. კავშირების დამყარება)


ამ დროს იმუნური სისტემა ძალზე მწვავე რეაგირებს და იწვევს უკონტროლო ანთებას, რომელიც აზიანებს სხეულის ქსოვილებს. ამასთან, D ვიტამინის საკმარისმა რაოდენობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ამას. ამის მიუხედავად, ექსპერტები განმარტავენ, რომ სრულ კვლევას მინიმუმ ერთი წელი სჭირდება და კორონავირუსის პანდემია, ხომ მხოლოდ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო.


აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე დასკვნაა, რა დროსაც მეცნიერები D ვიტამინის ეფექტურობაზე საუბრობენ, ანალოგიური დასკვნა დადეს ამერიკელმა მეცნიერებმა.


ჩიკაგოს უნივერსიტეტის მედიცინის (UChicago Medicine) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, D ვიტამინის ნაკლებობა ზრდის CoViD-19-ით ინფიცირების რისკს. მიმდინარე წლის განმავლობაში დაახლოებით 500 ამერიკელის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სხეულში ამ ელემენტის ნაკლებობის მქონე ადამიანებს ორჯერ უფრო მაღალი შანსი აქვს დაინფიცირდნენ ამ მომაკვდინებელი ვირუსით.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვეყნეს იაპონელმა მეცნიერებმა, ქალაქ კაშიჰარას, ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ხურმის ტანინები - ქიმიური ნაერთები, რომლებიც იწვევენ ნაყოფის დამახასიათებელ სიბლანტეს - ამცირებენ კორონავირუსული ინფექციის რისკს.

0
106
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0