კახეთი დედოფლისწყაროში კორონავირუსის 52 შემთხვევაა დადასტურებული 2020, 8 ნოემბერი, 20:41 ბოლო დღეებში დედოფლისწყაროში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 37-იდან 52-მდე გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის დადებითი პასუხი დამატებით 15-მა მოქალაქემ მიიღო და ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 52 ადამიანი შეადგინა. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, ახალი კერები გაჩნდა სოფლებში არბოშიკსა და გამარჯვებაში. იზოლაციაში იმყოფება 158 მოქალაქე. . დედოფლისწყაროში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. . „გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით დედოფლისწყაროში სულ 52 მოქალაქეა covid 19-ით ინფიცირებული. ახალი შემთხვევები დაფიქსირდა სოფ. გამარჯვებაში, სოფ.არხილოსკალოში, სოფ.ხორნაბუჯში, სოფ.არბოშიკში და დედოფლისწყაროში. ყველა მათგანი არის ბინაზე მსუბუქი სიმპტომატიკით უბნის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
.
დაავადებულებთან კონტაქტირებული 158 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული სიტუაცია!
.
ხელის ჰიგიენა, დისტანცია და ნიღბის ტარება აუცილებელია რათა თავიდან ავიცილოთ covid 19-ის გავრცელება, “ - აღნიშნავენ დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში.
.
ამ 52 ინფიცირებულს შორის იყვნენ სამრეკლოსა და საპატრიარქოს სკოლის პედაგოგები. სამრეკლოში პედაგოგი მეუღლისგან დაინფიცირდა, საპატრიარქოს სკოლის პედაგოგი თელავში დაინფიცირდა. ასევე არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეა ინფიცირებული, როს გამოც სკოლა 15 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა..
.
დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც კორონავირუსის ორი შემთხვევაა, ერთი მედიკოსი, ერთიც ტექნიკური პერსონალია, თუმცა ისინი პაციენტისგან არ დასნებოვნებულან.
.
მსუბუქად მიმდინარე პაციენტები არანაირ მედიკამენტურ მკურნალობას არ გადიან. ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს.
170 შეფასება არ არის
|