საზოგადოება
"არჩევნების ღამეს კეთილები მოუკითხა ბიძინა ივანიშვილმა... ზეიმიც იმიტომ დასრულდა ათ წუთში" - ელისო კილაძე
2020, 7 ნოემბერი, 15:48
გაზეთ "ქრონიკა +" -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და არჩევნების ღამეს "ქართული ოცნების" გამარჯვების აღმნიშვნელი ზეიმის ნაადრევად დასრულების რეალურ მიზეზს ასაჯაროებს. კილაძის თქმით, მმართველი პარტიის არჩევნებში გამარჯვების აღნიშვნამ მხოლოდ 10 წუთს იმიტომ გასტანა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოსალოდნელი - 56 %, როგორც მას თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არწმუნებდნენ ვერ აიღო, რისთვისაც პასუხი ორივე მათგანს არჩევნების ღამესვე მოკითხა: "არჩევნების ღამეს კეთილები მოუკითხა ბიძინა ივანიშვილმა კახი კალაძეს და ირაკლი კობახიძეს, "გამარჯვების" ზეიმიც იმიტომ დასრულდა ათ წუთში. ისეთი არიეს, აღარ ლაგდება ! რადა, 56% ვიგებთო არწმუნებდნენ !!! მოპარული არჩევნები დააბრუნეთ, ფარჩაკებო !"- დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.