x
image
რუსო ჩარექიშვილი
9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება

image

ორშაბათიდან, 9 ნომებრიდან დიდი ქალაქებში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე.


„ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და, რა თქმა უნდა, საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისთვის სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული, ასევე მედია დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“, – განახცადა ცქიტიშვილმა.

0
54
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0