სხვა რა დადებითი-უარყოფითი თვისებები ახასიათებს წაბლს და როდისაა მისი მირთმევა დასაშვები? 2020, 6 ნოემბერი, 17:30 ყველა არაჩვეულებრივად ვიცნობთ წაბლს, მაგრამ იშვიათს თუ უნახავს მისი ნაყოფის ვიზუალი დამწიფებასა და ჩამოცვენამდე. ალბათ ბევრი მას ზღარბსაც კი მიამსგავსება, ვინაიდან უამრავი ბუსუსების მსგავსი ეკალი, რომლიტაც წაბლის ნაყოფი გარედანაა დაფარული, მარტლაც ემსგავსება მას.
მიუხედავად იმისა, რომ მისი დამწიფების სეზონი სექტემბრიდან-ნოემბრამდე პერიოდია, იგი აქტუალობას არ კარგავს წელიწადის სხვა სეზონებზეც. აქედან გამომდინარე იგი მოთხოვნად პროდუქტად იტვლება, საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად.
წაბლი, რომ ნამდვილად უგემრიელესია, ამაში ბევრი ადამიანი დამეტანხმება. მას მიირტმევენ მრავალი სახით. მაგალიტად- შემწვარს, მოხარშულს, დაკონსერვებულს და მრავალი სხვა.
იგი გემრიელთან ერტად, ძალიან სასარგებლოა და შეიცავს უამრავ ვიტამინს, რაც ჩვენ ორგანიზმს ამარაგებს სასარგებლო ნივტიერებებით.
წაბლის თითქმის ყველა ორგანო ტანინებით მდიდარია (მერქანში 8-18, ქერქში — 10, ნაყოფის ეკლიან საბურველში — 8-20, ახლად ჩამოცვენილ ფოთოლში — 12, დაცვენილ ყვავილედებში — 13 პროცენტი). ნაყოფი 60 პროცენტამდე სახამებელს, 15 პროცენტამდე შაქრებს, თითქმის 6 პროცენტამდე ცილებს და 2 პროცენტამდე ცხიმებს შეიცავს. მეტად ნოყიერია და კარგი გემოთიც გამოირჩევა, განსაკუთრებით მოხარშულ ან შემწვარ მდგომარეობაში. 100 გრამი ცოცხალი წაბლის კალორიულობაა 166 კკალორია, მოხარშულის - 131, ხოლო შემწვარის - 182. ყველაზე ნაკლებად კალორიულია ორთქლზე მომზადებული წაბლი - ის სულ 65 კკალორიას შეიცავს და ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას. წაბლი შეიცავს 60% სახამებელს, დაახლოებით 15% შაქრებს, თითქმის 6% ცილებს, 2%-ზე მეტ ცხიმებს. მასში შედის მინერალური ნივთიერებები, უჯრედისი, А, С და В ჯგუფის ვიტამინები. კერძოდ, წაბლის შემადგენლობაშია სასარგებლო ნივთიერებები: ფლავონოიდები, პექტინები, მთრიმლავი ნივთიერებები. მცენარის ქერქი შეიცავს გლიკოზიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებსა და ზეთებს. ასევე წაბლით მკურნალობა არ შეიძლება ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. 185 1-ს მოსწონს
|