დღეს შევედი ბიძინა ივანიშვილის გვერდზე მაინტერესებდა ხალხი რას ფიქრობდა, გადავაწყდი ფორუმს და ერთ-ერთი თემა იყოს მასონური დროშა, წინასწარ გეტყვით რომ პოლიტიკა არ მაინტერესებს და ვინ გაიმარჯვებს ბიძინა თუ მიშა არ აქვს დიდი მნიშვნელობა მთავარია ქვეყანა იყოს კარგ მდგომარეობაში, პურის რიგში არ მომიწიოს დგომამ, შუქი არ მენატრებოდეს და ასე შემდეგ ხვდებით რასაც ვგულისხმობ....
შევედი ამ თემაში რომელსაც სახელად ერქვა მასონური დროშა, ვნახე რომ ვიღაც აპროტესტებდა რომ რატომ გვაქვს ეს დროშა ეს ხომ მასონური დროშააო, დარწმუნებული ვარ მასონობა ბევრს გონია კატების წამება და რაღაც რიტუალების ჩატარება, ან მასონები გონიათ სატანის მიმდევარი ხალხი. გარწმუნებთ ეს ასე არაა დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვიკიპედიაზე http://ka.wikipedia.org/wiki/მასონობა
აი ფორუმზე გადაღებული სურათი
ალბად ეს ადამიანი ცუდადაა განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ამიტომ დაწერა ეს, ან მე მაქვს მცდარი ინფორმაცია საქართველოს დროშის შესახებ,
კომენტარებში წერია რომ საქართველოს დროშა უნდა იყოს ცისფერი და 1 ჯვრით (წააგავს იერუსალიმის სამეფოს დროშას)
გამოთქვით თქვენი აზრი რას ფიქრობთ, დაივიწყეთ პოლიტიკა და ისე. ჩემი თხოვნა იქნება რომ ნუ წამოვა დისლაიქების და საჩივრების წვიმა რადგანაც ქართულ ოცნებას ეხება თემა. თუ ქართული ოცნება მოვიდა ქვეყნის სათავეში ან ნებისმიერი სხვა პარტია დაუჭერთ თუ არა მხარს დროშის შეცვლას.