ფეხბურთი
მილანი (წითელ-შავებში, ეშმაკი)
2012, 14 დეკემბერი, 18:44
მილანი — იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მილანიდან. ჰერბერტ კილპინმა და ალფრედ ედვარდსმა კლუბი 1899 წელს „დააარსეს“. მილანს თავისი ისტორია ძირითადად სერია A-ში აქვს გატარებული, იტალიის პირველ დივიზიონში. კლუბმა სერია B-ში მხოლოდ 2 სეზონი ითამაშა (1980-იან წლებში).
„მილანს“ მოგებული აქვს ფიფა-ს და უეფა-ს ოფიციალური 18 ტიტული და დღემდე პირველ ადგილს იყოფს არგენტინულ „ბოკა ხუნიორსთან“. კლუბი 4 საერთაშორისო ტიტულის მფლობელია, რაც მსოფლიო რეკორდია. მათში შედის 3 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. „მილანმა“ 7-ჯერ აიღო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი - მასზე მეტჯერ (9-ჯერ) ეს ტიტული მხოლოდ „რეალს“ აქვს მოგებული. უეფას სუპერ თასი კლუბმა 5-ჯერ მოიპოვა, რაც ასევე რეკორდია. თასის მფლობელთა თასი კი 2-ჯერ აიღო.
„მილანმა“ სერია A 17-ჯერ დაასრულა პირველ ადგილზე და სკუდეტოს მფლობელი გახდა, რაც მე-3 შედეგია, მას მხოლოდ „ინტერი“ და „იუვენტუსი“ უსწრებენ. კლუბს 5-ჯერ აქვს მოგებული იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. უეფა-ს ევროპის ლიგა ერთადერთი მსხვილი შეჯიბრებაა, რომელიც კლუბს არ მოუგია. ამ ტურნირს ნახევარფინალებიდან გუნდი 2-ჯერ გამოეთიშა, 1972 და 2002 წლებში.
„მილანის“ საშინაო შეხვედრები სან-სიროზე ტარდება, რომელსაც „მილანი“ „ინტერთან“ იყოფს. სან-სირო ყველაზე დიდი სტადიონია იტალიაში (ტევადობა: 80 074). კლუბის მფლობელი იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია, ვიცე-პრეზიდენტი კი - ადრიანო გალიანი. პრეზიდენტის პოსტი ამჟამად თავისუფალია.