x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"ფორტ-ნოქსი" ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკის შტატის ჩრდილოეთის, სადაც აშშ-ს ოქროს ხელშეუხებელი მარაგი ინახება

image ამ ობიექტშია განთავსებული ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეუხებელი ოქროს მარაგი, რომელიც კენტუკის შტატის ჩრდილოეთით ლუისვილსა და ელიზაბეთთაუნს შორის მდებარეობს.
ესაა "ფროტ-ნოქსი" ქვეყნის განძთსაცავია რომლის საცავები მდებარეობს ღრმა მიწისქვეშეთში და ზე საიმედოდაა დაცული, საცავი მხოლოდ ერთხელ გააღეს 1972 წელს, როცა მოხდა ოქოს მარაგზე მიბმული დოლარის გასამყარებლად რამდენიმე ტონა ოქროს გატანა.
ამჟამატ საცავში ინახება 4 000 ტონაზე მეტი ოქროს ზოდი, ზოგიერთი წყაროს ცნობით კი 4500 ტონამდე.
საცავის აგება დაიწყო 1936 წელს როცა პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის განკარგულებით. ობიექტის მიწისქვეშა საცავების მშენებლობაში გამოყენებულია ზე მყარი რკინაბეტონი, გრანიტი და ნაწრთობი ფოლადი.
ობიექტის მშენებლობა სახელმწიფოს 7, 5 მილიონი დოლარი დაუჯდა. სპეციალური დაჯავშნული მატარებლებით, რომლებსაც სპეციალურად ამ საქმისათვის მომზადებული დაცვა აცილებდა ობიექტზე შეტანილ იქნა ოქროს მარაგი აშშ-ს შტატებიდან მუდმივად შესანახად.
სახელმწიფომ მოახდინა ოქროს მონეტების ექსპროპრიაცია, რომელიც ზოდებად გადაადნეს და "ფორტ-ნოქსის" საცავებში გადაიტანეს.
ეს საცავი მეორეა სიდიდით მსოფლიოში ნიუ-იორკში არსებული საცავის შემდეგ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნიუ-იორკის საცავში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კუთვნილი ოქროს მარაგი ინახება.
ობიექტის საცავში შესასვლელი დაცულია 22 ტონიანი ნაწრთობი ფოლადის კარით, რომლის კოდი დედამიწის ზურგზე არავინ იცის, კარების კოდი დაყოფილია 10 ნაწილად და თითოეულ ნაწილს სპეციალურად მომზადებული და შემოწმებული მცველი ინახავს.
გარდა ამისა საცავში ჩაშენებულია სპეციალური ზემტკიცე კედელი. რომელიც დაცვის დამატებით ბარიერს ქმნის. ობიექტთან ახლოს განთავსებულია სამხედრო ბაზა "ფორტ-ნოქსი", რომელმაც დაუდო სახელი საცავის სახელწოდებასაც.
ფორმალურად სამხედროებს არანაირი შეხება არა აქვთ საცავთან, თუმცა ობიექტზე შეჭრის მსურველს მოუწევს 30 000-იანი სამხედრო კონტიგენტის გამკლავება, რომელიც ტანკებით, არტილერიით და "აპაჩის" ვერტმფრენებითაა შეიარაღებული.
საცავში აშშ-ს პრეზიდენტის ჩათვლით არავინ დაიშვება გარდა აშშ-ს ცენტრალური ბანკის აუდიტორებისა, რომლებიც საგანგებოდ არიან შერჩეული.
საცავში დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა მორფისა და ოპიუმის მარაგი ამერიკელი სამხედროებისათვის მანამ, სანამ ხელოვნური გზით არ იქნა მიღებული ანალგეტიკები, რომელთა მიღების შემდეგ საცავში არსებული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების უტილიზირება მოხდა.
imageimage imageimageimageimageimage









0
330
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
330