სიახლეები როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა 2020, 5 ნოემბერი, 15:46 ჩინელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანები, რომლებიც სათვალეს რეგულარულად ატარებენ, კორონავირუსით 5-ჯერ უფრო იშვიათად ავადდებიან. «ხანგრძლივი კვლევის და დაკვირვების შედეგად, აღმოჩნდა, რომ COVID-19-ის გავრცელება 5-ჯერ უფრო იშვიათია სათვალის მტარებელ ადამიანებს შორის», — აცხადებენ ისინი. მეცნიერებმა ასევე აღნიშნავენ, რომ აღნიშნული სიტუაცია განსაკუთრებით მკვეთრად ვლინდება ჩინეთში, რადგან ამ ქვეყანაში, მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანების უმრავლესობა, სწორედ სათვალეს ატარებს და არა კონტაქტურ ლინზებს. სათვალის გარდა, რა თქმა უნდა, პირბადის ტარებაც აუცილებელია, რადგან ცხვირის და თვალის ლორწოვანი გარსი, კორონავირუსის ინფექციით დაავადების ძირითადი არხები არის. ასე, რომ, თუ გინდათ, რომ უფრო მეტად იყოთ დაცული, პირბადესთან ერთად, სპეციალური ფარი ან სათვალე ატარეთ. არხის სხვა სიახლეები:
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |