x
image
მაია 24
თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას მომავალი არ აქვს და ტყუილად კარგავთ დროს - აი, ამის 3 უტყუარი ნიშანი
image

მოდით, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ: სასიყვარულო ურთიერთობები კარგია, მაგრამ მარტოობა სჯობს ისეთ ადამიანთან ყოფნას, რომელიც თქვენი შესაფერისი არ არის.


თავიდან ყველაფერი კარგადაა, ადვილია იმ ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვა, რომელსაც გზად ვაწყდებით, თუმცა როგორც კი სერიოზულად ფიქრს ვიწყებთ, აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რაღაცების "გატარება" არც ისე ადვილია. ხანდახან ისეც ხდება, ურთიერთობის გაგრძელება თავიდანვე წარმოუდგენლად გეჩვენებათ, მერე კი დროთა განმავლობაში ლაგდება, თუმცა ძირითადად პირიქითაა.


თვალს იმიტომ ვხუჭავთ, რომ მარტოდ დარჩენის გვეშინია და გარკვეულ მარტოობას, გაურკვეველი მომავლის მქონე ურთიერთობაში ყოფნას ვამჯობინებთ. ჩვენ არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ეს ადამიანი არ შეგვეფერება, მერე კი "არც შენი ნახევარი არგია სხვას და არც შენ გარგია სხვისი ნახევარი. ერთმანეთს წამლავთ".



რამდენიც არ უნდა წავუყრუოთ შინაგანი ხმის ძახილს, შეუფერებელი ადამიანი ჩვენს სისხლში შემოჭრილი უცხო სხეულია და სისტემა ნელ-ნელა უარყოფს მას. ადრე თუ გვიან თქვენი გზები გაიყრება, მაგრამ მანამდე უამრავი დროა, წუთები, რომელთაც უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებთ. დრო, რომლის დაკარგვაც შეიძლება ძალიან ინანოთ ოდესმე.


თუკი თქვენ გაქვთ განცდა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, თუმცა ვერ იგებთ ეს თქვენი შინაგანი ხმაა, თუ უბრალო ეჭვი, ფსიქოლოგები 3 ნიშანს გთავაზობენ, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ თქვენ შეუფერებელ ადამიანს ხვდებით, თქვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს და ტყუილად კარგავთ ძვირფას დროს.


image


  • თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის

  • ამ ნიშნის გაანალიზება ყველაზე რთულია. ეს შეგრძნება ყველაზე მეტად გტანჯავთ, ერთგვარი წითელი ალამია, რომელიც გამუდმებით თვალში გხვდებათ, მაგრამ არაფრით არ გინდათ მისი დანახვა. თქვენ ვერ ხვდებით, რას განიცდით, რატომ განიცდით… ვერ ხვდებით, რატომ გეტირებათ ხოლმე უმიზეზოდ, რატომ იცინით ხოლმე უაზროდ… შეიძლება ამ განცდას სხვა მიზეზებიც ჰქონდეს… შეიძლება უბრალოდ ზოგადად ურთიერთობის, ან შეცდომის დაშვების შიშია, რაც საწყის ეტაპზე ბუნებრივია, მაგრამ თუკი დრო გადის და ეს განცდა არ გტოვებთ და უფრო მეტიც, ძლიერდება, სჯობს გეზი შეცვალოთ და თქვენი გზა ნახოთ. ნებისმიერი ურთიერთობის მთავარი მიზანი ბედნიერებაა და სულიერი სიმშვიდე, თქვენ თუ ურთიერთობიდან ამას ვერ იღებთ და პირიქით ითრგუნებით, რა საჭიროა საერთოდ ის?


  • თქვენ იგონებთ მასთან ყოფნის მიზეზებს

  • ამ ეტაპზე ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვისაც ეძებდა, მაგრამ მასთან განშორებას მაინც სამომავლოდ გადადებს ხოლმე. უკვე ყველა იცნობს, თქვენს ახლობლებს ის მოსწონთ, მასთან შეჩვეული ხართ, კიდევ უარესი თუ უკვე თქვენი მეუღლეა, "ბავშვების ხათრით"… მერე ისმინე ათასი შეკითხვა: რა მოხდა? რატომ დაშორდით? რატომ ვერ აეწყვეთ? მშვენიერი ბიჭი/გოგო იყო... "ხანდახან მშვენიერ დროს ვატარებთ ერთად"… და ყველაზე უარესი - ეგებ რამე შეიცვალოს… გამუდმებით ელოდებით ცხოვრებისეულ ცვლილებებს, რომელიც თქვენს პარტნიორს შეცვლის… აი, "ბავშვი ყველაფერს დაალაგებს", "მარტოდ გადავალთ საცხოვრებლად", "სამოგზაუროდ მივდივართ ერთად და ეს ყველაფერს შეცვლის", "სამსახურს იშოვის და დამშვიდდება"… ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ თურმე ამ ლოდინში გავიდა წლები, ათწლეულები, მთელი ცხოვრება… ცხოვრება, რომელიც თქვენი ცხოვრებით ვერ იცხოვრეთ… ვერავინ ვერაფერს დაალაგებს, არასდროს არაფერი შეიცვლება… გამოფხიზლდით.


    image


  • მასთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება ვერ წარმოგიდგენიათ

  • უუზარმაზარი წითელი ალამი. თუკი თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ერთად, გაქვთ ოცნებები, რომელშიც მას არ მოიაზრებთ, არ გინდათ იმაზე ფიქრი, რა ეტაპზე იქნებით დაახლოებით 5 წელიწადში, რა სახეს მიიღებს თქვენი ურთიერთობა მომავალში გაურკვეველია, ესე იგი, ამ ადამიანთან ყოფნა, ვისთანაც ახლა ხართ, შეცდომაა. როცა თქვენ გეგმებს აწყობთ და ამბობთ მსგავს ფრაზას, ან არ ამბობთ და უბრალოდ ფიქრობთ - "თუკი მაგ დროისთვის ისევ ერთად ვიქნებით...", სჯობს კარი მოძებნოთ, რადგან სადღაც აუცილებლად გელოდებათ ვიღაც, ვისი პოვნის შემდეგაც ასეთი ფიქრები და ემოციები აღარ შეგაწუხებთ.


    "თუ გიყვარს - გაუშვი, თუ შენია - დარუნდება, თუ არა - არც არასდროს ყოფილა შენი!"



    ასევე ნახეთ:

    0
    2392
    1-ს მოსწონს
    ავტორი:მაია 24
    მაია 24
    2392
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0